ჩავი ერნანდესმა “მალიორკასთან” მატჩის შემდეგ დაადასტურა, რომ სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ “ბარსელონას” მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარეს.
ბუსკეტსსა და ალბას დასვენების საშუალებას ვაძლევთ. ისინი ვიგოსა და ტოკიოში არ წამოვლენ.
“ბარსას” მიმდინარე სეზონში ორი მატჩი დარჩა: ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა სტუმრად ვიგოს “სელტასთან” და ამხანაგური თამაში ტოკიოში “ვისელ კობეს” წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ბუსკეტსმა და ალბამ არჩიეს, რომ “ბარსელონური” კარიერა “კამპ ნოუზე” დაესრულებინათ.

კამპ ნოუდან უნდა წასულიყვნენ და მიდიან კიდეც, სელტა არა კვახი, მაგრამ მარცხენა მცველი რო არ გვეყოლება ბოლო ტურში რა ვქნათ?
ბუსკეტსსა და ალბას დასვენების საშუალებას ვაძლევთ. ისინი ვიგოსა და ტოკიოში არ წამოვლენ.
ეს თავად ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს? ეგება ძალიანაც უნდოდათ ბოლო თამაშების ჩატარება, ისე მაინც წაიყვანეთ ინიესტას სანახავად.
ალბა მაგარი კაცია დამენანა ამის წასვლა კიდე გაქაჩავდა რამდენიმე სეზონს მარა ეს აფერისტი ბუსკეცი რაღა დროს ბუსკეცია
სწორადაც მოიქცნენ, ლეგენდებს საკუთარი სტადიონიდან აცილებენ✊❤️