ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გუშინ ღამით გაიმართა მორიგი “ელ კლასიკო” კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის, ოღონდ ამჯერად კალათბურთში … კატალონიელებმა დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს მეტოქე! მე პირადად ვუყურე მატჩს და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ფარს “ბარსელონსა” მოთამაშის ხელიდან ნასროლი ბურთის მიღება არ სურდა, მაგრამ კატალონიელებმა თვით კალათბურთის ფარსაც აჯობეს და გამარჯვება მოიპოვეს. აქვე ავღნიშნავ, რომ შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ და ესპანეთის სუპერთასის ფინალის საგზურისათვის იმართებოდა! ბრწყინვალე იყო რა თქმა უნდა გუნდის ლიდერი, ნავარო, ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი, მაგრამ ის მართლაც შესანიშნავად გაისარჯა!
კატალონიელებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 5 ქულით აგებდნენ, თამაშის დასრულების შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 74–70 ეწერა სწორედ მათ სასარგებლოდ! რამდენიმე საათის წინ კი დასრულდა ესპანეთის სუპერთასის ფინალური შეხვედრა და ამაყად მინდა განვაცხადო, რომ ბარსა ჩემპიონია ! ! ! “რეგალ ბარსელონამ” დღეს “კახა ლაბორალი” დაამარცხა ანგარიშით 82–73 !

ასე, რომ კულეებს არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბით, არამედ “რეგალ ბარსელონათიც” შეუძლიათ იამაყონ !
[media=http://www.youtube.com/watch?v=Cmc5I3l4Pso]



