workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილქაი გიუნდოგანი მზადაა, ბარსაში სათამაშოდ ხელფასი შეიმციროს

ილქაი გიუნდოგანი მზადაა, ბარსაში სათამაშოდ ხელფასი შეიმციროს

ილქაი გიუნდოგანი მზადაა, “ბარსელონაში” გადმოსასვლელად ხელფასი შეიმციროს – ის “მანჩესტერ სიტიში” €10.5 მილიონს გამოიმუშავებს, “ბარსა” კი 3-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით €6 მილიონს სთავაზობს.

ბოლო დღეებში კატალონიურ კლუბსა და გერმანელი ფეხბურთელის გარემოცვას შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. გიუნდოგანს “ბარსელონაში” თამაში სურს და ბედნიერია, რომ მას 3-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ. ილქაის უნდა, რომ ერთ ქალაქში დიდხანს დარჩეს, რადგან ცოტა ხნის წინ მამა გახდა. გარდა ამისა, მისი ცოლი, სარა არფაუი ბარსელონაში ცხოვრების პერსპექტივით მოხიბლულია და მანჩესტერი არასდროს მოსწონდა.

გიუნდოგანი ჩავის სათამაშო სისტემას შესანიშნავად ერგება. ლეო მესისა და მარტინ სუბიმენდის შემდეგ ის ერნანდესისთვის პრიორიტეტული სამიზნეა. 

ამჟამად ორივე მხარე ლა ლიგის მიერ “ბარსელონას” გეგმის დამტკიცებას ელოდება. გიუნდოგანის აგენტი ანდრეას კრისტენსენის წარმომადგენელიცაა და სიტუაციას კარგად იცნობს. ილქაი გარანტიას ითხოვს, რომ მისი რეგისტრაცია პრობლემატური არ გახდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 14 მაი 2023, 10:43

    კარგი მოთამაშეა, 3 წელი კი ირბენს თუ არადა მერე ზამენაზეც რო გადაჯდეს არც მაგით დაშავდება რამე.

  • Tomasa
    schedule 14 მაი 2023, 09:18

    რაღაც ივენტუსს დაესმსგავსა ბარსა.ძაან კარგია გუნდოგანი რათქმაუნდა მაგრამ ყოველთბის აგვიანებს ბოლო პერიონდში გუნდი ტრანსფერებს.კი ახლა გვჭირდება სწორედ და სტოლააც შეესაბამება.ინიესტა რო წავიდა მაშინ უნდა ეყიდათ ესკაცი.

  • M10 S9 D11
    schedule 13 მაი 2023, 22:51

    საჭირო კაცია ეს გამოცდილება და კლასი უმაღლესი აქვს დარწმუნებული ვარ რო ძირითადშიც დაიმკვიდრებს ადგილს

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 13 მაი 2023, 14:57

    კაია გიუნდოგანი.გამოცდილი ნახ.მცველი მაგრად გვჭირდება.გავისთან როტაციაში იქნება მშვენიერი.

  • me da barca
    schedule 13 მაი 2023, 14:38

    თუ რეალს ვერ გააგდებ, აქ არ გნახო.

  • Rick Sanchez
    schedule 13 მაი 2023, 14:25

    ძალიან კარგი იქნება თუ მოვა. დაჟე შეიძლება გავისთან როტაციაში იყოს. თუმცა ჩავისი, რომ ვიცი ამას სკამზე დაალპობს და გავის გადაწვავს

  • GM BARCA
    schedule 13 მაი 2023, 14:20

    მოვიდეს ეს კლასნია, არ შეიძლება ასე 18წლის ბავშვებს რო აკიდეს ამხელა ტვირთი და ეგრევე ძირითადში არიან, გადამწყვეტ მომენტში გადაღლილები არიან და უჭირთ მერე, ამიტომაც კაია ამის მოსვლა, გამოცდილება აქ და იმ დიდ თამაშებში დაგვჭირდება და ახალგაზრდებიც ისწავლიან კიდევ, გავის და პედრი კი მაგრები არიან, მარა ჭირდებათ ჯერ დაღვინება.

  • Griezzy7
    schedule 13 მაი 2023, 14:14

    ილქაი ძაან კლასნია. ამოაგდებს გავის ძირითადიდან ჩემი აზრით.
    დი მარიაზე დაიწერა შეიძლება ბარსაში გადმოვიდესო, თან კონტრაქტი უმთავრდება მგონი ზაფხულში და რას ფიქრობთ აბა?