workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა თანხას გამოიმუშავებს ბარსელონა ვისელ კობესთან მატჩით?

რა თანხას გამოიმუშავებს ბარსელონა ვისელ კობესთან მატჩით?

“ბარსელონა” ლა ლიგის დასრულების შემდეგ ტოკიოში “ვისელ კობეს” წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა 6 ივნისს იაპონიის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 80 000 გულშემატკივარს იტევს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” იაპონიაში გასამართი თამაშიდან დაახლოებით 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

ამხანაგური მატჩების ორგანიზების მიზანი სწორედ შემოსავლის გაზრდაა. “ბლაუგრანას” ამ მხრივ დატვირთული ზაფხული ელის – კლუბი პრესეზონზე კიდევ ოთხ მატჩს გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 13 მაი 2023, 14:00

    ციტატა: nika 54
    3 მილიონი გზის ფულად ეყოფათ და იქ სასტუმროში მოსაწყობად? ეს იაპონელი ტურისტები ბარსელონაში ჩამოდიან და ყველაზე ძვირ ბილეთებს ყიდულობენ პირველ რიგებში მოსახვედრად. ამ დროს ბარსა იქ უნდა ჩაბრძანდეს და მუქთად უნდათ ყურება? 80000 ათასიანი სტადიონიდან რო 3000000 მილიონი მოგროვდეს, ბილეთი 37 ევრო უნდა ღირდეს. როგორც თბილისი-მოსკოვის რეისზე რო იყო. და რა გამოდის შემოსავლის უდიდეს ნაწილს ვისელ კობე იტოვებს? თუ ბილეთი 100 ევროზე ნაკლები იქნება?

    ჩინეთში ჩადიან და შემოსავლის უდიდეს ნაწილს ბარსა რატომ უნდა იტოვებდეს

  • nukrii
    schedule 11 მაი 2023, 21:18

    nika 54, ნუ პროფესორობ და ნუ ეძებ გასაკრიტიკებელს რა

  • nika 54
    schedule 11 მაი 2023, 20:16