“ბარსელონა” პრესეზონს მიმდინარე ზაფხულშიც აშშ-ში გაატარებს და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” “რეალ მადრიდს”, “იუვენტუსს”, “მილანსა” და “არსენალს” დაუპირისპირდება. მატჩები 19 ივლისიდან 30 ივლისამდე გაიმართება.
“ბარსელონა”, როგორც წესი, 3 ამხანაგურ შეხვედრას მართავს ხოლმე, თუმცა შემოსავლის გაზრდის მიზნით კლუბმა კიდევ ერთი მატჩის ორგანიზება შეძლო.

რეალთან ამხანაგური თამაშები… საითკენ მიდის ფეხბურთი.
იქ მიწვევით არის და ეტყობა ჩვენ აღარავის ვაინტერესებთ, აი მესი რო გვყავდეს ნამდვილად მიგვიწვევდნენ სადმე.
ისეთ კომენტარებს წერ ვითომ 100% მოსული იყოს. არადა საქმე სულ სხვანაირად არის, დიდი ალბათობით ვერ მოიყვანენ მესის.
რეალთან მესი უნდა გვყავდეს უკვე
ამხანაგური ტურნირები რომ ტარდება ხოლმე მანდ რატო არ გადიან არასდროს?! ერთი აუდის თასი გვეგდოს მაინც 😂