workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგენტი: სერჟინიო დესტით 3 ინგლისური კლუბი ინტერესდება

აგენტი: სერჟინიო დესტით 3 ინგლისური კლუბი ინტერესდება

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის, სერჟინიო დესტის ერთ-ერთმა აგენტმა BarçaTimes-სთან კომენტარი გააკეთა:

სერჟინიოთი 3 ინგლისური კლუბი ინტერესდება, თუმცა შეთანხმება არავისთან გვაქვს.

დესტი “ბარსელონაში” დაბრუნდება, შემდეგ კი კატალონიელთა ხელმძღვანელობას შევხვდებით და გადაწყვეტილებას მივიღებთ.

Mundo Deportivo-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მცველის “უნიონ ბერლინში” განათხოვრება რეალური ვარიანტია. ფეხბურთელი გერმანიაში გადაბარგებაზე თანახმაა.

დესტი ამჟამად “ბარსადან” იჯარით “მილანში” ირიცხება, მაგრამ სათამაშო დრო არ აქვს. ის არც ჩავი ერნანდესის გეგმებში შედის, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელი კატალონიურ გრანდს აუცილებლად დატოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 07 მაი 2023, 10:58

    იმედია მოიცილებენ ამასაც, სხვანაირად არაფერი არ გვეშველება.

  • I N I E S T A 8
    schedule 07 მაი 2023, 10:55

    20 მინიმუმ და წაიყვანეთ

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 07 მაი 2023, 04:46

    E bicho ra ganatxovreba gaushvit to erti 10 milionad. Ra gaxda eseti ro inglisshi mag fuladac ver vasagebt,usas dziritadia kaci bolobolo simon…

  • Rick Sanchez
    schedule 06 მაი 2023, 22:21

    ნებისმიერ ფასად გასაყიდია…