workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მშრალი მატჩების რაოდენობით ჩელსის გაუთანაბრდა

ბარსელონა მშრალი მატჩების რაოდენობით ჩელსის გაუთანაბრდა

“ბარსელონას” შესანიშნავი დაცვითი სტატისტიკა “ოსასუნასთან” მატჩშიც გაგრძელდა და გუნდმა კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა. 

შედეგად, მიმდინარე სეზონში “ბარსას” ანგარიშზე უკვე 25 მშრალი მატჩია, რაც ჟოზე მოურინიოს “ჩელსის” მიერ 2004/05 წლების სეზონში დაფიქსირებულ მაჩვენებელს უდრის. 21-ე საუკუნეში ამაზე უკეთესი შედეგი არავის ჰქონია, “ბარსას” კი ძალიან კარგი შანსი აქვს, ამ კომპონენტში ერთპიროვნული ლიდერი გახდეს, ვინაიდან, წინ კიდევ 5 შეხვედრაა.

“ბეტისთან” მატჩში (4-0) “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკოს” მიერ 2015/16 წლების სეზონში დაფიქსირებული შედეგი (24 მშრალი შეხვედრა) გაიმეორა, “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ კი მადრიდელთა რეკორდი მოხსნა. ამ საუკუნეში პრიმერა დივიზიონში კარი მშრალად 25-ჯერ სხვას არავის შეუნახავს.

ყველა დროის რეკორდის დამხობასთან ახლოს

“ბარსელონას” ლა ლიგის რეკორდი ჯერ არ დაუმყარებია. ყველა დროის საუკეთესო შედეგი ლა კორუნიის “დეპორტივოს” ეკუთვნის – 1993/94 წლების სეზონში ამ კლუბის მეკარემ, პაკო ლიანიომ კარი მშრალად 26 მატჩში შეინახა.

შესაბამისად, “ბარსას” 5 შეხვედრა აქვს, რომ ეს რეკორდიც დაამხოს – ამისთვის გუნდს მხოლოდ 2 მშრალი მატჩი სჭირდება. დარჩენილ ტურებში ჩავის გუნდი “ესპანიოლს”, “სოსიედადს”, “ვალიადოლიდს”, “მალიორკასა” და “სელტას” დაუპირისპირდება. 

11 გაშვებული გოლი

“ბარსელონამ” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 გოლი გაუშვა. გუნდს შეუძლია, 1968/69 წლების სეზონში დაფიქსირებული რეკორდი (18 გაშვებული გოლი) მოხსნას, თანაც იმის ფონზე, რომ მაშინ ჩემპიონატში 30 ტური იმართებოდა.

ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი “რეალ მადრიდის” ანგარიშზეა, მაგრამ “ბლანკოსმა” ეს 1931/32 წლების სეზონში შეძლო, როცა გუნდებს მხოლოდ 18 მატჩის ჩატარება უწევდათ. გასაოცარია, რომ “ბარსელონას” ამ რეკორდის დამხობის შანსი 38-ტურიან ჩემპიონატშიც კი აქვს.

მიმდინარე საუკუნეში ტოპ 5 ლიგაში ამ მხრივ რეკორდი ზემოხსენებულ “ჩელსის” ეკუთვნის – 2004/05 წლების სეზონში პეტრ ჩეხმა მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. “ბარსა” ამ შედეგის გაუმჯობესების სერიოზული კანდიდატია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 04 მაი 2023, 23:25

    rekordmeister საამაყოა

  • nika 54
    schedule 04 მაი 2023, 19:59

    ციტატა: I N I E S T A 8
    ყველა რეკორდი მოიხსნება ამ სეზონში რაც წერია სტატიაში🙃პირველ რიგში შტეგენი იმსახურებს მერე სხვები🙃
    ეს დაცვა გვყოლოდა რომა ლივერპულთან ახლა 7 ლიგა გვექნებოდა ყველაზე ცოტა🙃


    ლივერპულზე მაგრად მეშლება ნერვები, ჯერ რო პირველ თამაშში დემბელემ 100 კი არა 200%-იანი გოლი გამაზა, თან თამაშის ბოლო წუთზე, და მერე ფინალში მეშინოდა სიტის რო უნდა შევხვედროდით თუ ლივერპულს გავცდებოდით და უცებ ის მკვდარი ტოტენჰემი არ გაიჩითა. და თან ისე წააგო ლივერპულთან კარისკენ არც კი დაურტყავთ.

  • I N I E S T A 8
    schedule 03 მაი 2023, 19:32

    ყველა რეკორდი მოიხსნება ამ სეზონში რაც წერია სტატიაში🙃პირველ რიგში შტეგენი იმსახურებს მერე სხვები🙃
    ეს დაცვა გვყოლოდა რომა ლივერპულთან ახლა 7 ლიგა გვექნებოდა ყველაზე ცოტა🙃