ლიონელ მესის “პარი სენ-ჟერმენთან” ურთიერთობა ეძაბება და პარიზული კლუბის დატოვების შანსი საგრძნობლად იზრდება.
არგენტინელი ლიგა 1-ის 33-ე ტურში “ლორიენთან” მარცხის შემდეგ პსჟ-ს გაფრთხილების გარეშე ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში გაემგზავრა, რის გამოც კლუბმა დასაჯა და ორი კვირით ვარჯიშებსა და თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა. ზოგიერთი ცნობით, პსჟ ლეოს ორი კვირის ხელფასსაც გადაახდევინებს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, ამ ფაქტის შემდეგ, უკვე გადაწყვეტილია, რომ მესის პარიზული კარიერა ზაფხულში დასრულდება. პსჟ არგენტინელს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს, შესაბამისად, არგენტინელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
მსოფლიო ჩემპიონის დამატების მსურველი კლუბი “ბარსელონაა”, თუმცა კატალონიურ გრანდს ფინანსური საკითხის გადასაჭრელად დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, ამიტომ ლეოს “ბარსაში” დაბრუნება მარტივი არ იქნება.


დაბოღმილი მადრიდისტა ხარ გეტყობა დდ
გააჯვას რა ამან ხო ტვინი მო……
მესი ისედაც აპირებდა წასვლას და ეხლა თავი რო მთლად არ შეირცხვინოს, ფრანგულმა "გიგანტმა" ვითომ თვითონ იცილებენ.
წამო წამო ლომო მაგ სალობიედან მთელი პესეჟე თავისი ისტორიით შენ მარჯვენა ფეხადაც არ ღირს
Vaa anu amis wasvla asiania. Neta davitrevdet mara alemanis dakargvad ramdenad girs ar vici…
მიიწვიეს და არ წავიდა?
რა უნდოდა მაქ წასულიყო სიტიში