“ბარსელონას” ტრანსფერების განხორციელებისა და ფეხბურთელების დარეგისტრირებისთვის შემოსავლის ზრდა და სახელფასო ხარჯების შემცირება სჭირდება. “ბარსას” მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ კლუბი გამოსავალს ლა ლიგასთან ერთად ეძებს და სხვადასხვა ფორმულას განიხილავს, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის მესვეურებთან შეთანხმება რთული იქნება.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონასა” და ლა ლიგას შორის შეთანხმება თითქმის წარმოუდგენელია. ლა ლიგა მიიჩნევს, რომ “ბარსას” ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია, რადგან კატალონიელთა ხარჯები შემოსავალს ბევრად აჭარბებს.
“ბლაუგრანამ” სახელფასო ხარჯები მინიმუმ 200 მილიონი ევროთი უნდა შეამციროს, რათა პირველ რიგში რონალდ არაუხოს, გავისა და სერჟი რობერტოს კონტრაქტები დაარეგისტრიროს, შემდეგ კი ტრანსფერებზეც იფიქროს. კლუბი ფეხბურთელების გაყიდვასა და ზოგიერთისთვის ანაზღაურების დაკლებას აპირებს, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად იქნება ეს საკმარისი FFP-ს დასაკმაყოფილებლად.
Sport დასძენს, რომ “ბარსა”, გასული სეზონისგან განსხვავებით, შემოსავლის ზრდისთვის აქტივების გაყიდვას ვეღარ გამოიყენებს, რადგან ლა ლიგამ ამის უფლება გააუქმა.
კატალონიელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიონელ მესის დაბრუნებაა, რასთან დაკავშირებითაც კლუბი პოზიტიურადაა განწყობილი. “ბარსა” თითქმის შეთანხმებულია ინიგო მარტინესთან და ილქაი გიუნდოგანთანაც. როგორც მატეუ ალემანი გვპირდება, საინტერესო ზაფხული გველის, ასე რომ, “ბარსელონა” იოლად არ დანებდება და რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნას შეეცდება.




დაივიწყეთ ხალხო მესი, ვერ მოვა ეგ კაცი ამ ბარსაში, შანსი არა….
რობერტოს ვაფშე გაასხმევინეთ გუნდიდან რა კონტრაქტის გახანგრძლივება
როგორ ფიქრობ ლაპპრტას რო არ ეყიდა ლევანა კრისტენსენი კუნდე კესი ვიქნებით ჩემპიონები რათქმაუნდა არა.ეს იმის პასუხი თუ რატო გაყიდა ესა თუ ის ნაწილი .რაც შეეხება სირთომეუს მაგის გამოა დღეს კლუბი რო იხრჩობა ვალებში და ლაპორტა რა შუაშია ლაპორტამ დაუნიშნა ხეიბარ უმტიტ ლენგლე დემბელე გრიზმანს 20 ლიმონები და მესის 75?ამ ასტრონომიულად მაღალ ხელფასებს დაემარა კორონა და მიტოა ამ დღე ში კლუბი და ბოლოს კიდე მესის წასვლამ გაანახევრა შემოსავალი საბოლოოდ და მაინტერესებს ლაპპრტა რაშუაშია?ის რასაც შენ ამბობ რო არ გაეყიდა ხელფასები გადასახდელი იყო ასევე ფეხბურთელები იყო მოსაყვანი და როგორ უნდა ეშოვნა ფული მაგრად მაინტერესებს იქნებ განმარტო.
ბარტომეუზე თუ იტრმყიდა კაცი ლაპორტაზე კარგი პრეზიდენტიაო ნამდვილად ცერ წარმოვიდგენთი თანაც კუკე ამბობს ამას🤣სხვა რამეში შეიებ გაამტყუნო ლაპორტა მაგრამ ეს კრიზისი თავიდან ბოლომდე სირთომეუმ შექმნა
ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩვენ არაფერი ვიცით.
გასაგებია, რომ არ მოგვიყვებიან თავიანთ გეგმებზე, მაგრამ ერთი მხრივ ვიცით, რომ ლა ლიგასთან შეთანხმება შეუძლებელია და თუ 200 მილიონით დაიწია ხარჯებმა, მხოლოდ გავის, არაუხოს და რობერტოს დარეგისტრირება შეიძლება, მეორე მხრივ ლაპორტა და ალემანი გამოდიან და იმედის მომცემ ფრაზებს ისვრიან. ლაპორტა იძახის – მესი დაბრუნდება, ალემანი იძახის – საინტერესო ზაფხული გველის.
ღმერთმა ქნას და ჰქონდეთ რაიმე პროგრამა და შესძლონ სიტუაციიდან გამოსვლა, მაგრამ ასეთი პირი არ უჩანს.
თუ მართალია ეხლა 1,4 მილიარდი კრედიტი გააფორმეს ესპაი ბარსას განსახორციელებლად, და თუ აქტივების გაყიდვაც არ შეიძლება, მაშინ საიდან ელოდებიან თანხებს? ალბათ ისევე რაღაცა კრედიტის იმედი აქვთ? თუ ვინმე კიდევ მისცემს….. ან კიდევ როგორ აპირებენ ამდენი კრედიტების გადახდას? თანაც თუ კამპ ნოუც დაიკეტა, შემოსავლები საგრძნობლად შემცირდება…. ძალიან გაუგებარია სიტუაცია….
ან კიდევ, როგორც ბევჯერ გვინახავს, ლაპორტა და ჯგუფი თავის იმიჯს იმაგრებს, იმედის მომცემი ინტრიგებით ხალხის და კლუბის წევრების ნდობას ინარჩუნებენ და ბოლოს გამოვლენ და იტყვიან, ბევრი ვეცადეთ და არ გამოვიდაო, და ისევე დაიწყებენ ეს ასე ყოფილა და ის ისეო.
ფაქტია, რომ თუ რაიმე არ შეიცვალა და გუნდი არ გაძლიერდა, ასეთ ბარსას, ლამაზად რომ ვთქვათ ძალიან გაუჭირდება შემდეგ სეზონში რაიმე სერიოზული შედეგების მიღწევა….
აი ეს არის ყველაზე ცუდი…..
აუ ძაან მაინტერესებს რატოა საჭირო სახელფასო ჭერის ამდენად შემცირება და ვის აქვს ამდენი ხელფასი, ეს რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ ფეხბურთელების ხელფასი ხოდა გამოსავალი უნდა იპოვონ თორემ ამ გუნდით შორს ვერ წავალთ
რა თქმა უნდა, ტებასთან ერთად გამოსავალს ვერ მოძებნიან. და საერთოდ რატომ აქვს ასე რთული ფინანსური მდგომარეობა ბარსას რეალთან შედარებით ვერ ვხვდები? მაყურებელი ყავს მეტი თუ ხელფასებს უხდის ნაკლებს ფეხბურთელებს. რამ მიიყვანა აქამდე გუნდი ვერ უნდა მიხვდნენ. და ვინც გააფუჭა საქმე მოათრიონ და მოატანინონ ის ფული რაც მოიპარეს. იქნებ იმ ნეგეირასთან ერთად იყოფდა ფულს ბართომეუ, იქნება იმ ტროლებთანაც იყო წილში მესი რო უნდა გაეშავებინათ, მოკლედ ვერ არის კარგი ამბავი და ასე შორს ვერ წავალთ.
რეალი ყოველწელიწადს იგებს ლიგებს, ბარსელონა ჯგუფში რჩება, მიზეზი ესარის. როცა იყო დედამოხნული ბართომეუ გუნდი ძლიერი იყო ფინანსურად, ლაპო მოვიდა და კი ხედავთ რაც ხდება, თავში ვიძახდი აქტუვების გაყიდვა დაღუპავსთქო და აგერ ბატონო, შემოსავლები აღარ აქვს კლუბს
ვიცი ძმა რომ არასწორია კაცის სიკვდილს რომ ვნატრობ ყველაზე დიდს ვცოდავ მაგრამ სამართალი არარსებობს პლანეტაზე ისეთები კვდებიან რომელზეც გული გეტკინება კაცს თუნდაც მამუკა ონაშვილი რაჭირდა კაცს სასიკვდილო თან ყველაზე მაგარი კაცი და ეს ტებასი და მისნაირები დაბოგინობენ დედამიწაზე
მიდით მიდით იკაიფეთ ხალხზე.დააწყვიტეთ ნერვები.ტებასის დ.შ… და მერე ლაპოსიც.ერთ კაცის სიტყვაზეა დამოკიდებული მთელი ლა ლიგა?
"ბარსას" მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ კლუბი გამოსავალს ლა ლიგასთან ერთად ეძებს და სხვადასხვა ფორმულას განიხილავს, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის მესვეურებთან შეთანხმება რთული იქნება.
რა თქმა უნდა, ტებასთან ერთად გამოსავალს ვერ მოძებნიან. და საერთოდ რატომ აქვს ასე რთული ფინანსური მდგომარეობა ბარსას რეალთან შედარებით ვერ ვხვდები? მაყურებელი ყავს მეტი თუ ხელფასებს უხდის ნაკლებს ფეხბურთელებს. რამ მიიყვანა აქამდე გუნდი ვერ უნდა მიხვდნენ. და ვინც გააფუჭა საქმე მოათრიონ და მოატანინონ ის ფული რაც მოიპარეს. იქნებ იმ ნეგეირასთან ერთად იყოფდა ფულს ბართომეუ, იქნება იმ ტროლებთანაც იყო წილში მესი რო უნდა გაეშავებინათ, მოკლედ ვერ არის კარგი ამბავი და ასე შორს ვერ წავალთ.
კი ცუდ რამეს ამბობს მაგრამ კია მართალი ღმერთო მაპატიე
CHEPE, ძალიან ცუდ რამეს ამბობ მეგობარო, დაფიქრდი.
ერთი ფინანსური ანალიზის სტატიაც რო დადოთ კარგი იქნება ნათელი რო მოეფინოს ცოტა. რა შემოსავალი აქვს რა გასავალი და რატო ითხოვენ მაინცდამაიცნ 200 მილიონს.
ტებასიც ჩაძაღლდეს რაიქნება რაიოლასავით