ჩავის პრესკონფერენცია ოსასუნასთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ოსასუნასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “ოსასუნასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“ოსასუნა” შევისწავლეთ – ეს ძალიან რთული გუნდია. მათ დიდებული სეზონი აქვთ და ხვალ რთული თამაში გველის. “ოსასუნა” შაბათს, შესაძლოა, საკუთარ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს [კოპა დელ რეის ფინალი “რეალ მადრიდის წინააღმდეგ] ატარებს.
ვინ მინდა, რომ მოიგოს კოპა დელ რეი? თქვენ როგორ ფიქრობთ (იცინის)?
ლევანდოვსკი ბოლო ორ შეხვედრაში ძალიან კარგი იყო და მთლიანობაში საოცარ სეზონს ატარებს.
ლამინე იამალს პირველი გუნდის წევრად ვხედავ. ის მხიარული და პოზიტიურია. ვიმედოვნებ, მასთან კონტრაქტს გავახანგრძლივებ. იამალს “ბარსაში” თამაში და წარმატების მიღწევა სურს.
აბდესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებთ. მან “ოსასუნაში” კარგი გამოცდილება მიიღო. ეს ძალიან სასარგებლო იჯარა იყო.
გასულ სეზონში “რეალ მადრიდს” ჩემპიონობა მივულოცეთ. ფეხბურთის პროფესიონალებმა იციან, რომ ჩემპიონატს საუკეთესო გუნდი იგებს. საპლეიოფო ტურნირები უფრო უსამართლოა. ანჩელოტის სიტყვებს ვაფასებ.
ლა ლიგის მოგება “ესპანიოლის” სტადიონზე? მინდა, ტიტული, რაც შეიძლება, მალე მოვიგოთ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს “კორნელიაზე” იქნება თუ არა. ჩვენ ვერ ავირჩევთ, თუ სად ვიზეიმებთ გამარჯვებს.
სუპერ თასი “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ მოვიგეთ და ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორ მოვიგეთ. 
 “მანჩესტერ სიტი” მსოფლიოშიო საუკეთესო კლუბია, მათ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ და ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობენ. თუ “სიტი” ტრიპლეტს მოიგებს, ეს სამართლიანი იქნება.
მწვრთნელობით სიამოვნებას ვიღებ. თავიდან ეს უფრო მტანჯველი იყო, თუმცა იანვრის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ეს პროცესის ნაწილია. მუშაობის გარდა სხვა არჩევანი არ არსებობს.
უნდა მოვუმატოთ, განსაკუთრებით საპლეიოფო ტურნირებზე. ჩვენ სათანადო დონეზე ვერ ვთამაშობდით.
პედრიზე დამოკიდებულება? საქმე ისაა, რომ პედრი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. ვისურვებდი, მისი მსგავსი სამი მოთამაშე გვყავდეს, მაგრამ ჩვენ გუნდურად უნდა მოვუმატოთ.
ფატი მშვიდადაა და თავს კარგად გრძნობს. ის გასულ შეხვედრაში შესვლაზე ძალიან კარგად შემოვიდა.
რაფინიამ და დემბელემ ერთად ბევრი მატჩი ითამაშეს და ასე გააგრძელებენ. რაფინიას ბრწყინვალე სეზონი აქვს, მისი შედეგები საოცარია.
კრისტენსენი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია.
ახალი თაობა უფრო თავდაჯერებულია. ლამინემდე ეს პედრის, გავისა და ბალდეს შემთხვევაში დავინახეთ. ვფიქრობ, ჩემ დროს ახალგაზრდებს უფრო მეტი შიში ჰქონდათ და ნაკლებად გამბედავები იყვნენ. 

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (14)

  • nika 54
    04 სექ 2023, 20:16

    იმედია ეხლა მაინც არ დაიწყებ დაცვაში თამაშს 1-0-ზე.

  • ოთიკო
    03 სექ 2023, 13:37

    ამ შემადგენლბით ბარსას შეუძლია ყველაფერზე გაიქაჩოს,მაგრამ ჩავის იმედი არა მაქვს.არაა ეს კაცი მაღალი დონის მწვრთნელი

  • Rick Sanchez
    02 სექ 2023, 23:44

    ისეთი შემადგენლობა გყავს ჩავი, შედეგი თუ არ დადე გაგინებს ყველა, ხოდა თუ რამე კარგი ფილოსოფია გაქვს ჯობია ახლა ასწავლო გუნდს.

  • Fc Barca Batumi
    02 სექ 2023, 22:36

    ჩავი თამაშის დროს ოთახში გაამწესეთ, ბევრად უკეთესია

  • რივალდო-მესი
    02 სექ 2023, 19:52

    კლეო, იმედია პირველ ვარჯიშზე არ ასწავლი ფელიშს როგორ ჩაუწოდის თავზე გავის რომელიც მეტრა 33 ა.

  • GM BARCA
    02 სექ 2023, 15:59

    შენ გირჩევნია ცოტა გაინძრე და შედეგი დადო სეზონის ბოლოს. ლა ლიგა უეჭველი და მინიმუმ ლიგის 1/4ფინალი, პლიუს კოპა და სუპერ თასიც თუ მიაყოლე კარგი შედეგი იქნება. ლიგაზე უეჭველი უნდა იბრძოლონ ბოლომდე, თორე სეზონის ბოლოს მოგიწევს წასვლა.

  • Rick Sanchez
    02 მაი 2023, 16:58

    ციტატა: ოთიკო
    ვერ გავიგე რაფინიას "ბრწყინვალება"რაში გამოიხატება?


    21G/A რომ აქვს სადებიუტო სეზონში აი მაგაში. 11 ასისტი და მეტი პირველივე წელს მხოლოდ სუარესმა, ნეიმარმა და რაფინიამ მიითვალეს რაც ძალიან კარგი სტატისტიკაა… რავიცი ამ ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და ბოლო ოთხ თამაშში 3ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბოლოს და ბოლოს.

  • kanja
    02 მაი 2023, 16:05

    სამი ქულა დადე ტრაბახავ…

  • nika 54
    02 მაი 2023, 14:57

    ციტატა: isakichi
    რაფინია არი ფეხბურთელი,რომელიც ბრწყინავს და ანათებს,მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ


    ალბათ იმიტომ რო ჩრდილშია joy

  • Ertaoz Bregvadze
    02 მაი 2023, 00:14

    შენ დროს ნაჯახები დარბოდნენ სათამაშო მოედანზე. 19 წლის მესის რას ურახუნებდნენ ეგ არაადამიანები.მაშინ უფრო უხეში იყო ფეხბურთი.

  • tato777
    01 მაი 2023, 20:29

    ამ საიტზე წერენ ლა ლიგამ ბარსას გეგმა არ მიიღოო მესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. არადა ჟერარ მორენო პირიქით წერს:

    ლა ლიგამ მიიღო "ბარსელონას" გეგმა, კლუბში ლიონელ მესის დასაბრუნებლად, იტყობინება ჟერარ მორენო.
    "ბარსა" ლეოს დაბალ ხელფასს შესთავაზებს, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე 3-ჯერ ნაკლები იქნება..

    გაიგე ეხლა რომელია სიმართლე?!

  • nika 54
    01 მაი 2023, 16:11

    ახალი თაობა უფრო თავდაჯერებულია. ლამინემდე ეს პედრის, გავისა და ბალდეს შემთხვევაში დავინახეთ. ვფიქრობ, ჩემ დროს ახალგაზრდებს უფრო მეტი შიში ჰქონდათ და ნაკლებად გამბედავები იყვნენ.
    ეს სიმართლეა, ახალგაზრდები ამ ასაკში ძალიან ბევრს აღწევენ, ჩავიც, ინიესტაც, ბუსკეტსიცდა მესიც კი 15-17 წლის ასაკში იქნებ ამათზე მაღალი დონისები იყვნენ, მაგრამ მოედანზე ასე სტაბილურად ძირითადის წევრები არ იყვნენ. შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო, რომ მათ დროს ძირითადში მართლაც უდიდესი პროფესიონალები იყვნენ. იმას რასაც გავი პედრი და ეხლა კიდევ იამალი მოედანზე ქმნიან იმის გამოც არის რო გუნდში ნამდვილი დიდი ფეხბურთელების დეფიციტია.

  • isakichi
    01 მაი 2023, 15:58

    რაფინია არი ფეხბურთელი,რომელიც ბრწყინავს და ანათებს,მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ

  • ოთიკო
    01 მაი 2023, 15:56

    ვერ გავიგე რაფინიას "ბრწყინვალება"რაში გამოიხატება?