მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო: ”მესიც იმსახურებს ძეგლს”

ადრიანო: ”მესიც იმსახურებს ძეგლს”

ბრაზილიელი ფიქრობს, რომ მესიც იმსახურებს ”კამპ ნოუს” წინ ძეგლს. ”კუბალას მსგავსად, ლეოც იმსახურებს ძეგლს, ”კამპ ნოუს” წინ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის მალე დაეწევა და მეტიც, გაუსწრებს სეზარს. ლეოსთვის 41 გოლის გატანა არაფერია. ის ჯერ 24 წლისაა და ყველაფერი  წინ აქვს. 

 

”რწყილს” ამ დროისთვის უკვე 194 გოლი აქვს გატანილი, ”ბარსას” მაისურით. (რწყილით ლეოს ესპანეთში მოიხსენიებენ). ამ მაჩვენებლით ის კუბალას გაუთანაბრდა. ის ”ბარსას” ისტორიაში უკვე მეორე ფეხბურთელია. პირველ ადგილს კი ამ დროისათვის სეზარი იკავებს, 235 გატანილი გოლით.

 

”მე ვიცი, რომ კლუბს ნეიმარის გადმოყვანა სურს”.

 

ადრიანომ ასევე მის თანამემამულეზეც ისაუბრა. ”ძალიან გამიხარდება ნეიმარის ”ბარსაში” გადმოსვლა. ჩემი ინფორმაციით ახლა ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული. კლუბი მის გადმოსაყვანად ყველაფერს აკეთებს.

 

ასევე ადრიანომ, პუიოლის დაბრუნებაზრც ისაუბრა: ”ძალიან კარგია, რომ კაპიტანი დაგვიბრინდა. მისი მოსვლით დაცვაში არანაირი პრობლება აღარ გვაქვს. პუიოლის დაბრუნებამ ყველანი გაგვახარა. იმედია ის მეტჯერ აღარ დაგვტოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში