ლამინე იამალი ბარსელონასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

ლამინე იამალი ბარსელონასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

“ბარსელონას” ლამინე იამალის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი მზად აქვს.

Relevo-ს ინფორმაციით, როგორც კი ის 16 წლის გახდება (ივლისში), ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბარსასთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჩავი ერნანდესს სურს, იამალი პირველ გუნდში ჰყავდეს, შესაბამისად, ის ჟუვენილ ა-დან პირდაპირ ძირითად გუნდში გადავა.

ლამინეს დებიუტი დღეს შედგა – ის “ბეტისთან” შეხვედრაში მოედანზე გავის ნაცვლად შემოვიდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 01 მაი 2023, 17:02

    ორ-სამ წელში ესეც ძირითადის უცვლელი წევრი იქნება, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა🤪😘

  • nika 54
    schedule 30 აპრ 2023, 19:19

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    5 წლუანი დაუდეთ ბიჯო, რომელი გყავთ ასეთი ნიჭიერი გუნდში?


    ეშინიათ, ფატის გზას არ გაყვეს. ფატიც ძალიან ნიჭიერი იყო.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 30 აპრ 2023, 09:24

    5 წლუანი დაუდეთ ბიჯო, რომელი გყავთ ასეთი ნიჭიერი გუნდში?

  • mudam cule
    schedule 30 აპრ 2023, 02:45

    თავის დროზე სიმონსისთვისაც რომ მიეცათ 10 წუთი სათამაშო არ წავიდოდა არსად, ძალიან დიდი შეცდომა იყო მაგ ბიჭის დაკარგვა.