“სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე დღეს 17-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. ინიესტამ, რომელიც აღდგენით პერიოდს გადის, ვარჯიშის ნახევარი გუნდთან ერთად ჩაატარა.
ოთხშაბათს, მინსკში, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, “ბარსელონამ” დღეს ლიგის მომდევნო მატისთვის მზადება დაიწყო. გვარდიოლას გუნდი კვირას გასვლაზე “სპორტინგს” დაუპირისპირდება. ეს იქნება გუნდის ბოლო თამაში სანაკრებო ბატალიების დაწყებამდე.
“სიუტატ ესპორტივაზე” “ბლაუგრანას” პირველი გუნდის 17 ფეხბურთელთან ერთად ახალგაზრდა ისააკ კუენკამაც ივარჯიშა. მოედანზე იყო ანდრეს ინიესტა, რომელიც “მილანთან” მატჩში დაშავდა.
თავის მხრივ გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა კარლეს პუიოლმა, რომელმაც “ბატესთან” მატჩში მცირე ტრავმა მიიღო. რაც შეეხება კიდევ ერთ ტრავმირებულ ალექსის სანჩესს, იგი სამშობლოში გაემგზავრა და აღდგენის პერიოდს სწორედ იქ გაივლის. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია იბრაჰიმ აფელაისაც, რომელსაც ორშაბათს, 4 საათზე ოპერაციას ჩაუტარებენ მუხლზე.





