ფრენკი დე იონგისა და პედრის დაბრუნების შემდეგ, “ბარსელონა” უსმან დემბელესა და ანდრეას კრისტენსენის გამოჯანმრთელებას ელოდება.
AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, “ბარსა” კვლავ არ იჩქარებს და დემბელეს დაბრუნებას ერთი თამაშით გადადებს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფრანგი 29 აპრილს “რეალ ბეტისთან” შეხვედრაში დაბრუნდება და დაახლოებით 20 წუთს ითამაშებს.
რაც შეეხება კრისტენსენს, დანიელი გუნდთან ერთად ვარჯიშს 27 აპრილს “რაიო ვალიეკანოსთან” გასამართი მატჩის შემდეგ შეუერთდება, მოედანზე კი “რეალ ბეტისთან” ან “ოსასუნასთან” შეხვედრაში დაბრუნდება.




თამაშიდან თამაშამდე იზრდება ამის რეაბილიტაციის პერიოდი?
დემბელე მთლად ჩინური ხრუსტალი შექნა.ფუუუ რა იღბალი აქ ბარსას.Fc Barca Batumi, ჩინური ხრუსტალიაა.
ხრუსტალა შეაწეპეს?
და მხოლოდ რობერტო დარჩება ტრამვირებული
თითქოს დიდი არაფერი მარტო დე იონგით დავიწყეთ ხო ტრავმირებულებიდან და თამაშს პატარა აზრი დაეტყო, ჯერ ის წაქცეული ფრენკის დარტყმა რა იყო კინაღამ გავიდა. მერე პედრის შემოსვლამაც გამოაცოცხლა თამაში და მართალია ჩემპიონობაზე იმედი არც დაგვიკარგავს ამათი ტრამვების გამო, მაგრამ მაინც მივღოღავდით.
დემბელეს გააასხმევინეთ გუნდიდან ბიჭო მოაცილეთ ეს ვირის ხორცი , მიეცით პსჟს ას მილიონამდე გადაიხდიან ეგენი :დ და ჩვენ კვარა ვიყიდოთ
ეხლა ვუყურებ და მაინც გრძელმა სკამმა და ღრმა შემადგენლობამ მოიგო წლევანდელი ლა ლიგა;
რაფინია რა არის ხომ? ან ფერანი? მაგრამ ჩატარებული მატჩების 30% თუ ითამაშებ მაღალ დონეზე, უკვე შედეგი გექნება; 38 მატჩია პრიმერაში სულ ჩასატარებელი; აქედან სრული დროით ჩაატარებ 18-20, დანარჩენი შეცვალ შეცვლებზე, ან გატრამვული იქნები;
არ რაფინია რო რაფინიაა… 12-15 მატჩი რომ ითამაშო კარგად, უკვე შედეგი იდება, დანარჩენ მაგდენს დემბელე ჩაატარებს და წავა მერე ლაზარეთში; რასაც ჩააგდებთ, მაგ მატჩებში ერთი-ორი ფერანს გაუვარდება ყარაულის თოფივით (როგორც გუშინ მოხდა) და 1:0-ებით და 3-3 ქულებით ლა ლიგა იწურება;
მეფე უნდა დაბრუნდეს და მაგ ფლანგზე ვინმე უნდა გაიზარდოს მის გვერდით, ლა მასიიდან;
მარცხენა ვინგზე კიდევ ნაპოლის უნდა შესთავაზონ ეზ აბდე+80 ლიმონი