“ბარსელონას” ქალთა საფეხბურთო გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ გასვლასთან ახლოსაა.
კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე ნორვეგიელმა კაროლინ ჰანსენმა გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
განმეორებითი შეხვედრა 27 აპრილს “კამპ ნოუზე” გაიმართება.
ფინალში გასვლის შემთხვევაში, “ბარსელონა” “არსენალსა” და “ვოლფსბურგს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.



ძალიან ლამაზი გოლი იყო… ბრავო!
2 ფინალი ვისთანაც წააგეს, ის გამოვარდნილია და იქნებ კიდევ მოიგონ :დ <3
მესი გამახსენდა ამ გოლზე, ეგრე შემოიტანა და ცაციათი შორეულ კუთხეში, ბრავო👏👏
ქალს კი არა ნებისმიერ მამაკაც ფეხბურთელს დაამშვენებდა ესეთი გოლი.
საღოლ ძმაო.
ასეთი დარტყმა თუ აქვს კაცებში ხომ არ გადმოგვეყვანა!😀
Alexia rodis dabrundeba erti,es liga unda wamoigon gogoebma,amat venacvale me💙❤️ ra daaacheda messis stilshiii,bareors sheshurdeboda😄💙❤️
დაბრუნდება მთავარი ლომიც და სახლში კიდე გადაუვლიან ჩელსის
კარგია ბარსას მუზეუმი ტიტულებით რო ისევ ივსება, აფსუსია კაცები რომ ვერ უწყობენ ფეხს ქალებს.