ლა ლიგის გენერალურ ასამბლეაზე “ნეგრეირას საქმის” განხილვის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე “სევილიას” პრეზიდენტმა პეპე კასტრომ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟოან ლაპორტას არგუმენტები არადამაჯერებელი იყო.
ლაპორტას განმარტებებისთვის მადლობელი ვართ, მაგრამ მისი სიტყვები არადამაკმაყოფილებელი იყო.
ჟოანმა თქვა, რომ მსგავს სერვისს ყველა კლუბი იყენებდა. მე კი ვუთხარი, რომ ჩვენ ასეთი რამ არ გვიქნია, ამას არავინ აკეთებს. “ბარსელონამ” ფული სამსაჯო კომიტეტის მაღალჩინოსანს გადაუხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზანი სწორედ მსაჯების გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა იყო. თუ ასე არაა, ასეთი დიდი თანხა რატომ გადაუხადეს?
კატალონიურმა კლუბმა 2001-2018 წლებში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას შვილის ხავიერ ნეგრეირას კომპანიას 7 მილიონი ევრო გადაუხადა. ჟოან ლაპორტას განცხადებით, სერვისის ფასი ბოლო წლებში გაძვირდა და გადახდილი თანხის რაოდენობაც შესაბამისად გაიზარდა.

ამათმა რა იციან ვინ იყენებს მაგ სერვისს? არავინო რომ ამბობენ
როგორ არა, მასეა მაგრამ შენი ციტირება პუიოლთან ისე გამოვიდა, ლალიგიდან ყოველ 2 სეზონში ერთხელ რომ რომელიმე გუნდი ვარდებოდეს, შემდეგ სეგუნდაში ჩემპიონი ხდებოდეს და ლალიგაში დაბრუნებული, ბილბაოს ებლატაებოდეს შენზე მეტი ტიტული მაქვს, შენზე უკეთესი გუნდი ვარო :))
ანუ ჩემპიონთა ლიგის ნახ. ფინალი როდის აქვს ბოლოს ევროპალიგის რეალს ნათამაშები, რო დაგუგლო შეგიძლია გვითხრა?
ანუ ვიგულისხმე ის რომ როგორც რეალია ჩემპიონთა ლიგაზე ისეა სევილია ევროპა ლიგაზე რა არა?
ამას რაღა უნდა? მსაჯებს ნუ უხდით და თუ მოგება გინდათ ჩვენთან ილაპარაკეთო? მაგრამ მაგათთან რო ჩაწყობა არ გვაინტერესბს მაგდენი ესმის?
რახან სევილია არ იხდის ესეიგი დანაშაულია 😁 მაგარი ლოგიკა აქვთ. სევილიაც გამწარებულია ბარსაზე, ჯერ ხალხი ვახიეთ, მერე სუპერ ლიგა ეგრევე სევილიას ურტყამს და აბაროტს გვიღებს რა, ესეც და ყველა. პირი შეგვიკრეს
ანუ ჩემპიონთა ლიგის ნახ. ფინალი როდის აქვს ბოლოს ევროპალიგის რეალს ნათამაშები, რო დაგუგლო შეგიძლია გვითხრა?
ეგ წარაკუა სევილია ევროპა ლიგის რეალია)) და მე აწი იმაზე უნდა ვილოცო ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი გადალახოს ხედავ განსხვავებას?:დდ
რომ არ იხდით მაგიტომაც იბრძვით ყოველ წელს შვიდეულში მოსახვედრად🙂 ყველაო რომ იძახის ლაპორტა მაინცდამაინც ლალიგის საშუალო და ოდნავ მაღალი დონის გუნდებზე არაა საუბარი, ტოპ კლუბები აკეთებენ და არა წარაკუა სევილია-ელჩეები😃