workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ალეიშ გარიდოსთან მოლაპარაკებებს აჩაქრებს

ბარსელონა ალეიშ გარიდოსთან მოლაპარაკებებს აჩაქრებს

“ბარსელონა” ჟუვენილ ა-ს კაპიტანთან, ალეიშ გარიდოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აჩაქრებს. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბრები პოზიტიურად მიმდინარეობს. კატალონიური კლუბი გარიდოსთვის ხელშეკრულების 2026 წლამდე გაფორმებას გეგმავს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება.

“ბარსას” სურს, “ლა მასია” გააძლიეროს და აკადემიიდან შანსი უფრო მეტ ფეხბურთელს მისცეს. “ბლაუგრანა” აპირებს, საუკეთესო ტალანტების წასვლა მათთვის პირველ გუნდში დაწინაურების პირობის მიცემით აირიდოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 15 აპრ 2023, 17:00

    სწორი პოლიტიკაა, ყველა პოზიციაზე საუკეთესოებს ვერ ვიყიდით, ამიტომ ადგილობრივ ახალგაზრდებთან აუცილებელია მუშაობა.