“La Vanguardia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის სერიოზულობის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ჩვენი კლუბის წინააღმდეგ პროკურატურას ყალბი დოკუმენტები მიაწოდა, “ბარსელონას” სურს, ღრმა აღშფოთება და ბრაზი გამოხატოს.
ამ მიზეზით, დაუყოვნებლივ ვითხოვთ, ლა ლიგის პრეზიდენტმა ეს ქმედება საჯაროდ ახსნას, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში აზრის Twitter-ზე დაფიქსირება საკმარისი არაა.
როგორც “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ბოლო კვირებში აცხადებდა, კატალონიური კლუბი თავს მედიის მსხვერპლად გრძნობს იმ ბრალდების გამო, რომელიც არასდროს ჩაუდენია: “ბარსას” მსაჯები არასდროს მოუსყიდია.
მეტი თუ ნაკლები განზრახვით, ამ საქმეში რამდენიმე მედია და ჟურნალისტი მონაწილეობს. ლა ლიგა და მისი პრეზიდენტი ჩვენს კლუბს უჩივიან ერთი მიზნით: ფაქტების აღმოჩენამდე “ბარსელონას” რეპუტაცია შელახონ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხავიერ ტებასმა “ბარსას” წინააღმდეგ მედია გამოიყენა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ის ჩვენი კლუბის წინააღმდეგ ცრუ სამხილებს გამოიყენებდა.
La Vanguardia-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმდენად სერიოზულია, რომ ლა ლიგის ყველა კლუბი ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ტებასი თავისი ფუნქციებისთვის შეუსაბამო ქმედებებს ახორციელებს.
მხოლოდ ამ ფაქტისა და ასევე ლა ლიგის ღირსების გამო, ხავიერ ტებასმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. თუმცა, “ბარსელონას” მიმართ მისი სიძულვილის გათვალისწინებით, რომელსაც მუდმივად ავლენს, გვესმის, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი თავისი მიზნებისთვის ბრძოლას განაგრძობს”, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.




ლაპორტა შენ იყო პერესის შნირი თუ ეხლა ტებასს ბოლომდე არ შეუ@ე ! ისეთ მასალას ფლობ ეხლა სასამართლოში თრევით უნდა დაახრჩო ჯერ მარტო ! ბოლომდე უნდა მიაწვე მაგ ვირთხას ! მაგისთანა ადამიანი რომ ლა ლიგის პრეზიდენტია ეგ არის ესპანეთის სირცხვილი
იმედია მოვესწრები მაგის გაგდებასაც. ეგ კი არა ფიფას და უეფას პრეზიდენტები ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი გადააყენეს 2015 წელს. მსგავს მახინაციებზე.
აბა რაა. მიდი ლაპორტ დედა უტირე მაგ მადრიდისტას
გა და დე ქი!
ასე იცის პერესის "შესტიორკობამ" და აფერისტობა -მლიქვნელობამ.
მე მგონი პერეს-ტებასზე მეტად შენ ვერ იტან ლაპორტას. მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზი არ არის ბართოზე უარესი არაა. რაც იმ ნაძირალამ გაუკეთა და შთამომავლობით გადააბარა ლაპორტას, იმის შედეგს ვიმკით დღესაც. არ გიფიქრია, შეიძლება იმ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო უეფამ გამოძიება?! თუ ეს მოსყიდვა დადასტურდა ესეც ბართოს დროს მოხდა და არა ლაპორტასი.
აი იმედია ეგ ნიუსი დღეს რაც გავრცელდა 100% სიმართლეა და ვერაფრით დაიძვრენს ეგ გარეწარი ძაღლიშვილი თავს, თორე თუ მოახერხა გამოძვრომა ამ განცხადების გამო ბარსას კიდე უფრო გაუხურებს, შეიძლება აქეთ უჩივლოს ცრუ ბრალდებისთვის😃 იმედია როგორც დაიწერა ყველაფერი ეგრეა და მინიმუმ მოაკეტინონ სანამ ვადა დაუმთავრდება🤞