მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

როგორც იცით სანდრო როსელი ყოფილ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს. გასულ შაბათს, კლუბის ასამბლეაზე სოსიოები ამ მოსაზრებას დაეთანხმნენ. პეპ გვარდიოლამ, რომელსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ლაპორტასთან განცხადება გააკეთა, რომ ჟოანი არ იმსახურებს ასეთ ტანჯვას. ამის შემდეგ ესპნანურმა პრესამ, რომელსაც როგორც ჩანს ჟურნალის გარეკანისთვის ჭირდებოდა ახალი თემის აგორება როსელი-გვარდიოლას დაპირისპირებაზე დაიწყო საუბარი. ბორისოუში, ვარჯიშის დაწყების წინ პეპ გვარდიოლამ სანდრო როსელი ნახა, სადაც გამოჩნდა, რომ მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ. უახლოეს დღეებში კი პრეზიდენტი და მწვრთნელი შეხვედრას აპირებენ, რის შემდეგაც ყველა ჭორს ბოლო მოეღება.

პეპ გვარდიოლა: ”მე 40 წლის ვარ, აქედან 13 წელი ამ კლუბში გავატარე. შესანიშნავად ვიცი რა ხდება. მე არ მისაუბრია არც ლაპორტაზე და არც როსელზე. კანონი კანონია, მაგრამ საჩივარი ერთმა სოსიომ შეიტანა, რის გამოც საქმე აღიძრა. ლაპორტას ხუნტა თავისუფლად საუბრის უფლებას მაძლევდა, რასაც როსელის ხუნტაც აკეთებს. ისინი მე შრომის უფლებას მაძლევენ და ჩვენ ვიღებთ შედეგს… მე სანდრო როსელთან დიდხნიანი საუბარი მქონდა ბორისოუში ფრენის დროს. მე ჩემს აზრზე ვრჩები, მაგრამ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს როსელის ხუნტის და იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც საჩივარი შეიტანა. როსელის და ლაპორტას ხუნტები ისე გვანან ერთმანეთს, რომ თავადაც ვერ წარმოიდგენენ. მათ ”ბარსას” წარმატება სურთ. მე ვგრძნობდი ლაპორტას მხარდაჭერას და ასევე ვგრძნობ როსელის და მისი დირექტორთა საბჭოს მხარდაჭერას”.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=EPa-KHjDLz0]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში