“ბარსელონამ” ლა ლიგის 27-ე ტურში “ელჩე” სტუმრად 4-0 დაამარცხა.
ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა: რონალდ არაუხოს ასისტის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ საკმაოდ უცნაური გოლი გაიტანა – პოლონელმა მარჯვენა ფეხით ბურთი მარცხენაში გაირტყა და საბოლოოდ, ედგარ ბადიას კარში გადაგზავნა.
მეორე ტაიმში “ბარსამ” კიდევ 3 უპასუხო გოლი შეაგდო. 56-ე წუთზე ანსუ ფატიმ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა, ამ მომენტიდან 10 წუთში ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, მალევე კი თავი ფერან ტორესმაც გამოიჩინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ 2-3 რეალური შანსი “ელჩესაც” ჰქონდა (გამოსარჩევია მომენტი, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა და ასევე, მატჩის მიწურულს ტერ შტეგენის ბრწყინვალე სეივი), საბოლოო ჯამში, ჩავის შეგირდებმა ძალიან მარტივად მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ 84-ე წუთზე მოედანზე ანსუ ფატის ნაცვლად ალეიშ გარიდო გამოვიდა, რომელსაც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ის “ლა მასიას” 7 წლის ასაკში შეუერთდა და ყველა კატეგორია გაიარა. დღეს კი, 19 წლის ასაკში, მან “ბარსას” ძირითად გუნდში პირველად ითამაშა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა.
27 ტურის შემდეგ “ბარსელონას” აქტივში 71 ქულაა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. 56 ქულა აქვს უახლოეს მდევარ “რეალ მადრიდს”, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია.




ძალიან კი უხეშობდნენ მეტოქეები, მაგრამ საკვირველი იყო მსაჯის ინერტულობა აი ჩვენების ყველა ჯარიმა ყვითლით დამთავრდა. ასე რომ ვის ყავს ნაყიდი მსაჯები ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგას.
ფატიმ უნდა მოიმატოს
მთავარია მოვიგეთ.
სუსტმა ელჩემ დღეს ითამაშა თავისი სუსტი მატჩი, ამიტომ კარგად ვერც კი გავიგე რამდენად კარგი იყო ჩავის დღევანდელი ექსპერიმენტი. რამდენად გამართლდა გარსია-საყრდენი. ბარსა ძალების ეკონომიით თამაშობდა და ხშირად შეგნებულად კლავდა თამაშის ტემპს, განსაკუთრებით მეორე გოლის შემდეგ.
მგრამ მთავარია არ ყოფილა ჩავარდნა და 3 ქულა ავიღეთ.
ეხლა დარჩა მთავარი და უმთავრესი. აუცილებლად უნდა გავიდეთ კოპა დე რეის ფინალში.
ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელ-კლასიკოა და ყველას ესმის ეს…. მე მჯერა რომ მოვიგებთ……
თავისუფლად შეგვიძლია 100 ქულაზე ავიდეთ ამ სეზონში რაც ძალიან მაგარი იქნება