workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლიონელ მესის დარწმუნებას ცდილობს

ბარსელონა ლიონელ მესის დარწმუნებას ცდილობს

RAC1-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ცდილობს, ლიონელ მესი “კამპ ნოუზე” დაბრუნებაში დაარწმუნოს.

კატალონიურმა კლუბმა არგენტინელ ლეგენდას უკვე მიმართა, მაგრამ არა ჟოან ლაპორტას მეშვეობით.

“ბარსას” ლეოსთვის კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებია, მაგრამ აპირებს, კლუბის შემოსავლების წილი შესთავაზოს.

მესი “ბარსელონასთვის” კარს ღიად ტოვებს, მაგრამ შემოთავაზებას ელოდება, რათა საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიიღოს.

“ლა პულგას” პსჟ-ის შემოთავაზება უკვე აქვს, მაგრამ არ უპასუხებს, სანამ არ ეცოდინება, პარიზულ გუნდს როგორი პროექტი აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 31 მარ 2023, 19:33

    "ბარსას" ლეოსთვის კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებია, მაგრამ აპირებს, კლუბის შემოსავლების წილი შესთავაზოს.
    და ეს წილი როგორც მახსოვს, მისივე მაისურებიდან გაყიდული შემოსავლის პროცენტი იქნება. პსჟ-ში მისვლიდან პირველივე თვეში მილიონი მაისური გაიყიდა. არა მგონია ლეოს ბარსელონური მაისური ნაკლები გაიყიდოს. ისე რომ შეიძლება ხელფასი ლევანდოვსკის დონეზე აიყვანოს.

  • M10 S9 D11
    schedule 31 მარ 2023, 15:52

    არ სჭირდება მესის დარწმუნება მთავარია ბარსამ გზა გამონახოს ამის დასარეგისტრირებლად მაგას ელოდება ესეც

  • Footballfan
    schedule 31 მარ 2023, 12:16

    I N I E S T A 8, 0-5-5 ით ითამაშებს ალბათ 🤣🤣🤣🤣🤣🤣

  • I N I E S T A 8
    schedule 31 მარ 2023, 02:18

    უხ რა იქნება ამის დაბრუნება ცალკე თავისთვის ცალკე კლუბისთვის და ცალკე ფანებისთვის🙃აი როგორ ითამაშებს ხავი ეგაა საკითავხი რა შემადგენლობით და წყობით🤔