workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები – ჩავი ათეულს მიღმაა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები – ჩავი ათეულს მიღმაა

“ბარსელონას” რომ ეკონომიკურად უჭირს, ეს სიახლე არავისთვისაა. კატალონიური კლუბი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტული ორგანიზაციაა, მაგრამ ლა ლიგის მიერ დადგენილი ლიმიტების გამო “ბლაუგრანა” ფულის ხარჯვაში მაინც შეზღუდულია. ამაზე პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის ანაზღაურებაც მეტყველებს.

L’equipe-ზე დაყრდნობით Sport მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთის მწვრთნელებზე ინფორმაციას ავრცელებს. პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით კვლავ დიეგო სიმეონეა, რომელსაც პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი მოსდევენ. რაც შეეხება ჩავის, ის ათეულს მიღმაა. კატალონიელს დიეგო სიმეონეზე 9-ჯერ  ნაკლები ანაზღაურება აქვს. მას ისეთი მწვრთნელები უსწრებენ, როგორებიც არიან ჩაბი ალონსო და ნიკო კოვაჩი.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები:

# მწვრთნელი გუნდი ხელფასი (წელიწადში)
1 დიეგო სიმეონე ატლეტიკო €34.000.000
2 პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტი €22.400.000
3 იურგენ კლოპი ლივერპული €17.800.000
4 გრემ პოტერი ჩელსი €13.500.000
5 მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსი €12.800.000
6 თომას ტუხელი ბაიერნი €12.000.000
7 კარლო ანჩელოტი რეალ მადრიდი €11.000.000
8 სიმონე ინძაგი ინტერი €10.000.000
9 ჟოზე მოურინიო რომა €9.200.000
10 ჩაბი ალონსო ლევერკუზენი €5.000.000
11 ნიკო კოვაჩი ვოლფსბურგი €4.000.000
12 ჩავი ერნანდესი ბარსელონა €3.800.000
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 30 მარ 2023, 21:52
    #7

    ციტატა: C.PC5
    სიმეონე იმსახურებს თუ არა მაგ ხელფასს ცალკეა გასარკვევი, აი ატლეტიკოს მაგდენი ფული თუ ქონდა ეგ არ ვიცოდი ნაღდად😃


    ჩვენი ხელმძღვანელობა პირადად ზრუნავს მაგათ ფინანსებზე

  • C.PC5
    schedule 30 მარ 2023, 21:26
    #6

    სიმეონე იმსახურებს თუ არა მაგ ხელფასს ცალკეა გასარკვევი, აი ატლეტიკოს მაგდენი ფული თუ ქონდა ეგ არ ვიცოდი ნაღდად😃

  • nika 54
    schedule 30 მარ 2023, 21:05
    #5

    ციტატა: JustBarcaLover
    სიმეონეს უხდიან ყველაზე მეტს?!! და რისთვის სვარკას რო ათამაშებს გუნდს მაგის გამო?


    ისე მაინცდამაინც არც ჩვენები ბრდღვნიან შეტევაში, ის ძველი დაცვა რო გვყოლოდა ალბათ ოთხეულისთვის ვიბრძოლებდით ეხლა.

  • Maestro 6
    schedule 30 მარ 2023, 19:05
    #4

    ციტატა: JustBarcaLover
    სიმეონეს უხდიან ყველაზე მეტს?!! და რისთვის სვარკას რო ათამაშებს გუნდს მაგის გამო?


    სიმეონეს გარეშე ატლეტიკო იქნებოდა ბილბაოს ან ვალენსიაა დონის გუნდი ახლა

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 30 მარ 2023, 17:17
    #3

    ციტატა: JustBarcaLover
    სიმეონეს უხდიან ყველაზე მეტს?!! და რისთვის სვარკას რო ათამაშებს გუნდს მაგის გამო?


    Titqmis grandebis doneze ro aiyvana atletico magito,2 finali ro itamashi,laliga ro daitria da sxva.

  • JustBarcaLover
    schedule 30 მარ 2023, 17:02
    #2

    სიმეონეს უხდიან ყველაზე მეტს?!! და რისთვის სვარკას რო ათამაშებს გუნდს მაგის გამო?

  • Don_Andresito
    schedule 30 მარ 2023, 16:31
    #1

    მოუმატებენ მალე