workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ელჩესთან მატჩში როტაციას გეგმავს

ჩავი ერნანდესი ელჩესთან მატჩში როტაციას გეგმავს

19 მარტს “რეალ მადრიდის” დამარცხების შემდეგ “ბარსელონამ” ლა ლიგაში უახლოეს მდევართან სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი გუნდს პირველი მატჩი 1 აპრილს, “ელჩეს” წინააღმდეგ უწევს.

იმის ფონზე, რომ ანდრეას კრისტენსენი, ფრენკი დე იონგი, პედრი, რონალდ არაუხო და უსმან დემბელე ტრავმირებულნი არიან, მოსალოდნელია, რომ “ელჩესთან” მატჩში ცვლილებები იქნება.

AS-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი როტაციას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ ერიკ გარსია, მარკოს ალონსო, ჟორდი ალბა, პაბლო ტორე, ფერან ტორესი და ანსუ ფატი “ელჩეს” წინააღმდეგ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებენ.

ეს მატჩი ბევრი ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელსაც იმის დამტკიცება სურს, რომ “ბარსელონაში” ყოფნას იმსახურებს, შესანიშნავი შანსი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 25 მარ 2023, 23:51

    მეორე შემადგენლობით ვისთანაც გავედით , ყველასთან წავაგეთ…

  • Tamo
    schedule 25 მარ 2023, 20:55

    ოღონდ ერიკ გარსია არა დავიღალე თამაშის ყურებასთან ერთად ლოცვით

  • Don_Andresito
    schedule 25 მარ 2023, 18:56

    ფატი და ტორესი გინდა ელჩესთან ათამაშე გინდა ინტერსიტისთან მაინც ხლამია. ტორე საინტერესოა.

  • nikusha
    schedule 25 მარ 2023, 18:51

    ტორეც საინტერესო იქნება თუ სასტარტოში იქნება

  • nika 54
    schedule 25 მარ 2023, 18:45

    ეს მატჩი ბევრი ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელსაც იმის დამტკიცება სურს, რომ "ბარსელონაში" ყოფნას იმსახურებს, შესანიშნავი შანსი იქნება.
    ჩავი ეხლა ისეც ნუ იზავს რო ალმერია გაგვიკეთოს ელჩემ.

  • cruyff9
    schedule 25 მარ 2023, 17:41

    რეალის ფენები მბაპეს ადიდებენ)))იმედი აქვთ რო რეალში გადავა)))მე კი ვიცი ლაპო დაითრევს და მერე ნახეთ მაგათო დეპრესია

  • Griezzy7
    schedule 25 მარ 2023, 17:08

    1 ტაიმში 1-2 გოლი და მერე უნდა გაიყვანოს კუნდე ბუსი ლევანა და რაფინია

    ტორესი-ლევანდოვსკი-რაფინია
    გავი-ბუსკეცი-კესი
    ალბა-ალონსო-კუნდე-რობერტო
    ტერ შტეგენი