“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლიონელ მესიზე ისაუბრა.
საუკეთესო მოგონება “ელ კლასიკოდან”? “ბერნაბეუზე” მესის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით 3-2 მოგება.
თუ ლეო არ დაბრუნდება, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ის აქ წლების განმავლობაში დიდებულად ასპარეზობდა. ყველას უხარია, როცა არგენტინელის სახელს “ბარსელონას” უკავშირებენ.
– განაცხადა გერმანელმა.
ტერ შტეგენი და მესი “ბარსაში” თანაგუნდელები 2014-2021 წლებში იყვნენ. ამ დროის განმავლობაში მათ ერთმანეთის მხარდამხარ 250 მატჩი ჩაატარეს და ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს.




მესის გარეშე ბერნაბეუზე 0:4 მოგებული იყო ყველაზე საკაიფო😄😄😄 და ობამეიანგის დუბლი რომელიც ისიც 0:4 მორჩა როცა მეტიც უნდა ყოფილიყო რომ არა ტორესის აცილებები
მაგ სეზონში 6:1 იც იყო… ბევრი ლამაზი მოგონება
ლეოს გოლი და მთელი რეალის დაცვა ბალახზე დაეცნენ თავში ხელებწავლებულები, ძალაც კი არ ეყოთ რო რობერტოს დასწეოდნენ, მანამდე რო გაათანაბრეს უმცირესობაში მყოფებმა სულ გაგიჟდნენ და მოგება მომინდომეს. არადა პირველივე ტაიმში გასაგდები იყო მარსელო ლეოს რო იდაყვით კბილები დააყრევინა, არც კი გააფრთხილეს. სამაგიეროდ რამოსი გააგდეს როგორც ყოველთვის ლეოსთან "ორთაბრძოლაში" ტორტზე ალუბალი იყო რონალდუს ისტერიკები, ზიდანიც კი მოერიდა მე არ დამეტაკოსო.
ბარსას რაც დააკლდა წელს, ჩემპიონთა ლიგაზე საბრძოლველად, ეს იყო ზუსტად მესი და მისი გამოცდილება რთული სიტუაციებიდან თავის დახწევის, დარწმუნებული ვარ არგენტინელი რომ ყოლოდათ, ახლა ინტერის ნაცვლად საუკეთესო რვა გუნდში სწორედ ბარსა იქნებოდა და ძალიან მაგარი შანსი ექნებოდათ ფინალში გასვლის. ამ ინტერზე ან თუნდაც მილანზე ბევრად ძლიერი გუნდია დღეს ბარსელონა.
ჩემთვის მაინც 2010 წლის კლასიკოა ყველაზე მაგარი,
რეალმა კაკა რონალდუ და ალონსო რო ერთად დაითრია და ყველას ეგონაა რო გაადაუვლიდა ბარსას და ამ დროსსსს მოუსსს ჩაჯჯ…. სახე და პიკეს გაშლილი ხელი 😄
მესის ჰეტ რიკებიც შეუყრია რეალთან და დუბლებიც მაგრამ საუკეთესო თამაში რაც კი ქონია რეალთან არის ეს სასწაულად ითამაშა ლეომ რასაც ქვია ის @ოზის გაგდებული კაზემირო მარტო 1 ტაიმში უნდა გაეგდო და მიხვდა ძლივს ზიდანი რო უნდა გაეყვანა რონალდოს ჩაჯმულმა სახემ მაგარი გამისწორა მანდ უბრალოფ ლა ლიგა რო მოგვპარეს მაგ @ანდონმა მსაჯებმა არ დამავიწყდება მალაგასთან პიკემ რო შეაგდო გოლი არ ჩაგვითვალეს რომელიც ეგ თამაში 0 0 მორჩა თუ 1 1 არ მახსოვს პლიუს ბეტისთან რამხელაზე გადაკვეთა ბურთმა ისიც არა საბოოლოოდ დატოვეს შეთ@რილი რეალს ლა ლიგა
ეგ თამაში საუკეთესო კლასიკო იყო ალბათ, კი 5-0, 6-2 და ასე შემდეგ კარგია მაგრამ მანდ ორივე გუნდმა საოცრად ითამაშა, ორივემ უამრავი მომენტი შექმნა და ძალიან სანახაობრივი იყო, თან ისე დასრულდა როგორც შეეფერებოდა კლასიკოს
აუ წარმოიდგინეთ მესის რომ ეხლანდელი დაცვა ჰყოლოდა იმ ავად სახსენებელ თამაშებში 🙂 ეჰჰ
კი შტეგო ეგრეა ეგრეე…ფეხბურთში კიარა ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე არ მახსოვს ეგრე გული რამეზე მომეფხანოს როგორც მაგ მატჩის ყურებისას…ჯერ ერთი ორ ტიპიურ მადრიდისტასთან ერთად ვუყურებდი თამაშს,მერე მეორე არ მავიწყდება მადრიდელების უბედური საახეები ბერნაბეუზე და რონალდოს წიკები,ერთი დიდი სიამოვნება იყო მაგ სცენების ყურება