ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრის ფარგლებში “ბარსელონა” გაემგზავრა მინსკში, სადაც ხვალ ადგილობრივ “ბატე ბორისოვს” დაუპირისპირდება.
“ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები, პრეზიდენტი სანდრო როსელი და კლუბის სხვა წარმომადგენლები დღეს დილით, ესპანეთის დროით 9:00 საათზე, “ელ პრატის” აეროპორტში გამოცხადდნენ და გეზი ბელორუსიისკენ აიღეს.
მოსალოდნელია, რომ მგზავრობის დროს გვარდიოლა და როსელი ისაუბრებენ ლაპორტასა და გუნდის სხვა შვიდ ექს-დირექტორის სასამართლო პროცესის შესახებ. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მათ წინამორბედებს სასამართლოში უჩივის, გვარდილა კი სწორედ ყოფილი მენეჯმენტის მხარეს იჭერს და აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებებით კლუბის იმიჯი ილახება.


