ბარსელონამ ელ კლასიკოების ტრილოგია მოგებით დაიწყო

ბარსელონამ ელ კლასიკოების ტრილოგია მოგებით დაიწყო

“ელ კლასიკოების” ტრილოგიის პირველი ნაწილი დასრულდა და დასრულდა “ბარსას” ბევრი გულშემატკივრისთვისაც კი მოულოდნელი შედეგით.

ჩავიმ ანჩელოტის აჯობა, “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” მისსავე მოედანზე თითქმის უშანსოდ დატოვა და კარში ზუსტად ერთხელაც კი არ დაარტყმევინა. არადა კატალონიურ გუნდს დიდი დანაკლისი ჰქონდა.

შეტევაში თავი არც “ბლაუგრანას” მოუკლავს, მაგრამ კესიეს ორ აქტიურობას ედერ მილიტაოს ერთი ავტოგოლი მოჰყვა და “ბარსელონამ” ესპანეთის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი სტუმრად 1-0 მოიგო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    03 მარ 2023, 12:05

    ამ მოგებით ბუსკეტსიც საუკეთესო გახდა კლასიკოების ისტორიაში.

  • Fc Barca Batumi
    03 მარ 2023, 02:36

    "არადა კატალონიურ გუნდს დიდი დანაკლისი ჰქონდა"
    დანაკლისი კი ბატონო ვიცით, მარა მუდამ 9 კაცით ვთამაშობთ. აბა ფერანი და რაფინია? "ჰე 2 კაცი და გავედით" პონტშია

  • Rick Sanchez
    03 მარ 2023, 02:25

    ჩავის ყოჩაღ! ამ შემადგენლობით მაქსიმუმი დადო, ფატი რომ არასწორ ადგილას არ აღმოჩენილიყო კომფორტული უპირატესობით გავიდოდით განმეორებით შეხვედრაში კამპ ნოუზე

  • tbilisi
    03 მარ 2023, 02:17

    ეს იყო ერთ ერთი ყველაზე დაძაბული კლასიკო და ჩავის ტაქტიკამ გაამართლა რომ გუნდმა პირველ ნომრად არ ითამაშა.
    ყოჩაღ არ მეგონა რომ გაძლებდნენ მაგრამ რეალი მაგარ პანიკაში იყო თითქოს, არცერთი გააზრებული შეტევა არ ჰქონდათ.
    როგორც წინა კლასიკოში ჩავიმ კარგი ტაქტიკით ითამაშა და მწვრთნელის რანგში პირველი ტიტულიც მოიგო ბარსასთან ერთად, ეხლაც სწორი ტაქტიკა იყო და კიდევ მოიგო. ყოჩაღ ჩავი და მთელი გუნდი.

  • JustBarcaLover
    03 მარ 2023, 02:14

    საღოლ ბიჭებს და ჩავის ამ სასტავით თუ ვაფშე გოლს გავიტანდით არ მეგონა
    შემდეგში რო დაგვიბრუნდებიან ბიჭები აი მანდ დაერხევა რეალს და მაგათ ფანებს ბურთს რო თავზე გადავახევთ

  • kanja
    03 მარ 2023, 02:13

    ისევ ღმერთი გვწყალობს…

  • Bartra
    03 მარ 2023, 02:13

    საშინელებაა ესეთი ბარსელონას ყურება, მაგრამ როცა ლევანდოვსკი, პედრი და დემბელე გაკლია, რეალთან გასვლაზე მოგება იდეალურია.
    ფატი მეცოდება რაღაცნაირად, თითქოს აჭრილია და არ უმართლებს, არადა ესეთ თამაშში 0-2, უუფ
    რეალის გულშემატკივრები სანამ იხტუნავებენ აქ, მოაკელით მაგ გუნდს ბენზემა ვალვერდე და ვინისიუსი და მერე ვნახოთ რას იზამს რეალი :დ