workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო: თავს ლა მასიას ნაწილად ვგრძნობ

რონალდ არაუხო: თავს ლა მასიას ნაწილად ვგრძნობ

რონალდ არაუხომ The Guardian-თან საუბრისას კარიერის საწყის ეტაპზე განვლილი პერიოდი გაიხსენა:

17 წლის ასაკში მონტევიდეოში წავედი, რათა “რენტისტასში” სინჯებზე მივსულიყავი. 5 თვის განმავლობაში 19-წლამდელებში ვთამაშობდი, შემდეგ კი დამაწინაურეს და მეორე ლიგაში ვიყავი. ამის მერე “ბოსტონ რივერში” გადავედი, საიდანაც 2 წელიწადში “ბარსელონაში” აღმოვჩნდი – ეს სიგიჟე იყო.

მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ამ გამოწვევას ვერ გავუძლებდი. საკუთარი თავს ვუთხარი: “აუცილებლად ვითამაშებ. პრესეზონზე გუნდის წევრი უნდა ვიყო.”

თავიდან ხალხმა არ იცოდა, ვინ ვიყავი, მაგრამ ვამბობდი, რომ სარეზერვო გუნდში ჩემს შესაძლებლობებს დავამტკიცებდი და პირველ გუნდში დავწინაურდებოდი. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. 

საკუთარ თავს “ლა მასიას” ნაწილად მივიჩნევ. იქ დიდი ხნით არ ვყოფილვარ, მაგრამ “ბარსა ატლეტიკში” შევიცვალე. ფილოსოფიას გავეცანი. აკადემიაში ვსაუზმობდი და ვსადილობდი. იქ დიდი დრო გავატარე, რაც ძალიან დამეხმარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 24 თებ 2023, 17:14

    იმედია დიდი ხნით იქნება ასეთ საუკეთესო ფორმაში.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 23 თებ 2023, 20:19

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ვფიქრობ მინიმუმ 20 წელია ასეთი ძლიერი მცველი არ გვყოლია.. თვით ფორმაში მყოფ პიკესაც კი მირჩევნია .. ამ ასაკში პიკე ასეთი ძლიერი არ ყოფილა


    პიკე მაგ ასაკში იყო რაც იყო, მანჩესტერიდან რომ დაბრუნდა კედელივით იდგა დაცვაში, თან რა მოწინააღმდეგეები ყავდა იცი ალბათ, არაუხო მაგარია მარა მეტოქე ვინ ყავს? ცინგლიან ვინიციუს ეთამაშება, პიკეს კიდე ვარსკვლავებთან უწევდა ბრძოლა. მე პირადად ის ახალგაზრდა პიკე მერჩივნა, პროსტა მერე აურია უკვე ტიტულფბი რომ მოიგო და ფული იშოვა გაზარმაცდა,პუის წასვლის მერე პიკეც წავიდა ხელიდან

  • Robert lewandovski
    schedule 23 თებ 2023, 17:14

    პიკე რა ფორმაციის ბარსაში იყო ეგეც გასათვალისწინებელია, მაგრამ 2008-12 წლებში განსაკუთრებით ძლიერი იყო ფაქტია. არაუხომ თუ პროგრესი გააგრძელა პიკეზე და პუიოლზე დიდ სახელსაც დატოვებს დაჟე.

  • tbilisi
    schedule 23 თებ 2023, 17:13

    არავინ არ იცის რა მოხდება.
    როგორი მენტალიტეტით გამოვლენ მაგას აქვს მნიშვნელობა.
    თუ მუხლები უკანკალებთ რომ დიდი ანგარიშით არ წავაგოთო 100 % ით წააგებენ და არც გამორიცხულია რომ დიდი ანგარიშით მაგრამ თუ გამოვლენ ვაჟკაცურად რომ, რომც წავაგოთ ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთო მაშინ შეიძლება მაგრად მოიგონ. ჩავის დონეც გამოჩნდება მწვრთნელის რანგში.
    ის რაც ბოლოს რეალთან აჩვენა ეგრე უნდა გამოვიდნენ. მაგ სულით.რაც არ უნდა იყოს არ არის მანჩესტერი გაუვალი მეტოქე, ევროპალიგაზეა ბოლო ბოლო.
    ბალდე უნდა ათამაშოს, ახალგაზრდაა და სწრაფი თამაში იქნება, ინგლისია.
    ბარსელონა ხელწამოსაკრავი არაა, არავის არაფერი შეეშალოს.
    ახლა შემდეგ ეტაპზე დამაჯერებელი გასვლა მაგარ მუხტს მისცემს ბარსას რეალთან თამაშების წინ.

  • La Pulga10
    schedule 23 თებ 2023, 17:00

    პასი მაგრად ისწავლა.

  • MSN G.O.A.T
    schedule 23 თებ 2023, 16:50

    ციტატა: Footballfan

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ურუგვაელი როარიყოს ყველადროის საუკეთესოობაზე გაიწევდა


    :დდდდდ რაიიიი🤣🤣🤣 არაუხო ყველა დროის საუკეთესოო ცენტრ მცველი ?:დდდდდ გუშინ გამოიღო სოსკა პირიდან


    და ეხლათქო ხოარვამბობ? რატოარშეუძლია კარიერას როდაამთავრებს საუკეთესოებში იყოს

  • Zura Gviniashvili
    schedule 23 თებ 2023, 16:39

    ვფიქრობ მინიმუმ 20 წელია ასეთი ძლიერი მცველი არ გვყოლია.. თვით ფორმაში მყოფ პიკესაც კი მირჩევნია .. ამ ასაკში პიკე ასეთი ძლიერი არ ყოფილა

  • Footballfan
    schedule 23 თებ 2023, 16:37

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ურუგვაელი როარიყოს ყველადროის საუკეთესოობაზე გაიწევდა


    :დდდდდ რაიიიი🤣🤣🤣 არაუხო ყველა დროის საუკეთესოო ცენტრ მცველი ?:დდდდდ გუშინ გამოიღო სოსკა პირიდან

  • Don_Andresito
    schedule 23 თებ 2023, 16:33

    ციტატა: DesmondHume
    პუიოლის ღირსეული მემკვიდრე. მე-100 თამაში ბარემ გოლით აღნიშნოს. ისე რასაც ვაკვირდები ყველა პესიმისტურადაა განწყობილი დღეს და ფავორიტადაც მანჩესტერი მიაჩნიათ (მეც მათ შორის) და ემანდ ჩავიმ სასწაული არ დაატრიალოს ოლდტრაფორდზე :დდდდ სასიამოვნოდ გავკვირვებული დავრჩები, დარწმუნებული ვარ არა მარტო მე


    ტაქტიკურად ძლიერ გუნდს ვხვდებით მოწესრიგებული დაცვა ნახევარდაცვა შეტევით. სახლში სიტის არსენალს ლივეს ყველას მოუგეს. რაშფორდი დღეს საუკეთესო 3 ფეხბურთელში შედის. ჩვენ არ მვყავს მაგ დონის მოთამაშე. პლიუს ტრავმები. დემბელე მაინც რო გვყოლოდა კიდე ხო

  • DesmondHume
    schedule 23 თებ 2023, 16:21

    პუიოლის ღირსეული მემკვიდრე. მე-100 თამაში ბარემ გოლით აღნიშნოს. ისე რასაც ვაკვირდები ყველა პესიმისტურადაა განწყობილი დღეს და ფავორიტადაც მანჩესტერი მიაჩნიათ (მეც მათ შორის) და ემანდ ჩავიმ სასწაული არ დაატრიალოს ოლდტრაფორდზე :დდდდ სასიამოვნოდ გავკვირვებული დავრჩები, დარწმუნებული ვარ არა მარტო მე

  • MSN G.O.A.T
    schedule 23 თებ 2023, 16:11

    ურუგვაელი როარიყოს ყველადროის საუკეთესოობაზე გაიწევდა