“ბარსელონამ” ლა ლიგის 22-ე ტურში “კადისი” 2-0 დაამარცხა.
“კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში 43-ე წუთზე გაიხსნა – ფერან ტორესის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, რომელიც 3 მეტოქეს გასცდა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავით დაარტყა, თუმცა მცველებმა ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა შეძლეს, დამატებაზე კი სერჟი რობერტომ გაიტანა.
ჩავის შეგირდებმა მეორე გოლი მალევე შეაგდეს: რობერტომ ამჯერად ასისტი მიითვალა, გოლი კი საჯარიმოს გარედან შესანიშნავი დარტყმით ლევანდოვსკიმ გაიტანა. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და კატალონიურმა კლუბმა აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს ანსუ ფატის ნაცვლად მოედანზე ანხელ ალარკონი გამოვიდა, რომელსაც “კამპ ნოუზე” დებიუტი ჰქონდა.
საუკეთესო ფეხბურთელად ფერან ტორესი დასახელდა, რომელმაც ნამდვილად კარგი მატჩი ჩაატარა.
“ბარსელონას” შემდეგი შეხვედრა 23 თებერვალს, “ოლდ ტრაფორდზე”, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ელის.




ფატის საცოდაობის ყურება აღარ შემიძლია, რა ჭირს ამ ბავშვს. თითქოს სრულად გამოჯანმრთელდაო და რით ვერ უბრუნდება ძველ ფორმას.
ტორესს ყოჩაღ, არ დანებდა კაცი და მაინც გვაჩვენა რომ მთლად იდიოტი არაა და რაღაც სარგებლის მოტანა შეუძლია,ამას ჩავი აუცილებლად დაუფასებს
ფატი იყო საზიზღრობა