ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებს დღევანდელი მატჩის წინ საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.
”მადრიდული კლუბი კარგად მოქმედებს შეტევაში. ზაფხულში კლუბი კარგად გაძლიერდა – მოვიდნენ კარგი ნახევარმცველები, რომლებიც მზად არიან მუდმივად მიაწოდონ ბურთი ფალკაოს. შეიძლება ითქვას, რომ მათ დიდი პროგრესი გააკეთეს. წინ შესანიშნავი სანახაობა გველის”.
”მე ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოსაგებად მხოლოდ 2 გუნდი იბრძვის. ძალიან გაძლიერდა ”მალაგა”, ძლიერები არიან ”სევილია”, ”ვალენსია”. აღმოჩენაა ”ბეტისი”. ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება” – ჩავის სიტყვებს ”as” ციტირებს.



