მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკემ თამაშის ნებართვა მიიღო

პიკემ თამაშის ნებართვა მიიღო

”ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ სამედიცინო შტაბისგან თამაშის ნებართვა მიიღო და ”ატლეტიკოსთან” მატჩში ის პეპ გვარდიოლას განკარგულებაში იქნება. პიკეს ”რეალთან” გამართული სუპერთასის შემდეგ არ უთამაშია.

პიკემ ერთი თვე მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა. მან ვერ მიიღო მონაწილეობა ლა ლიგის მატჩებში, ევროპის სუპერთასზე და ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ”მილანის” წინააღმდეგ. ის მოედანზე ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი მატჩის შემდეგ არ გამოჩენილა, რომელიც აგვისტოში გაიმართა.

პირველი დღე აფელაის გარეშე

პეპ გვარდიოლას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ხერარდ პიკე ”ატლეტიკოსთან” ათამაშოს. ფეხბურთელებმა გუშინ ღამით ივარჯიშეს. სესია გამოტოვა იბრაჰიმ აფელაიმ, რომელმაც ხუთშაბათის ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა. ალექსის სანჩესი და ანდრეს ინიესტა აგრძელებენ აღდგენით ვარჯიშებს.

ფილიალის ფეხბურთელმა, მარკ მუნიესამ ტრავმა სრულად მოიშუშა და პირველ გუნდს შეუერთდა სიუტატ ესპორტივას მე-2 მინდორზე.

ბოლო სესია შაბათს

დღეს, როგორც ყოველი საშიანაო მატჩის დროს გუნდი ”ნოუ კამპზე”, 12:30 საათზე დახურულ კარს მიღმა ივარჯიშებს.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=IXpofZu6yzw]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში