მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფიგუ: “ახლაც დიდი სიამოვნებით გადავიდოდი “ბარსადან” “რეალში”

ფიგუ: “ახლაც დიდი სიამოვნებით გადავიდოდი “ბარსადან” “რეალში”

 

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, რომელიც თავის დროზე “ბარსელონას” კაპიტანი იყო და გულშემატკივრები დიდ პატივს სცემდნენ მას, ხოლო შემდეგ იგი მთავარ მტერ, მადრიდის “რეალში” გადავიდა, განაცხადა, რომ ახლაც დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ამ ტრანსფერში და ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმის ნაცვლად თეთრ მაისურს მოირგებდა.

 

“ჩემი აზრით როცა გუნდი დავტოვე და “რეალში” გადავედი, ამით არაფერი დაშავებულა. როდესაც ვერ ხვდებიან, თუ რამდენს შრომობ და აკეთებ, თავისუფლად შეგიძლია წახვიდე. “ბარსაში” 5 წელი გავატარე და ყველაფრის მოგება მოვახერხე გარდა ჩემპიონთა ლიგისა. ესაც კლუბის დატოვების ძალიან კარგი მიზეზია. პლიუს ამას, მადრიდელებმა ბევრად უკეთესი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს და მეც დიდი სიამოვნებით დავეთანხმე. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ კატალონიაში არ მაფასებდნენ.” –განაცხადა ფიგუმ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში