ფერან ტორესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განსაკუთრებით ცუდად გამოიყურება – არადამაჯერებელი თამაშის გარდა, ესპანელს ემოციების გაკონტროლებაც უჭირს, რაც “ატლეტიკოსთან” თამაშში სტეფან სავიჩთან ორთაბრძოლისას გამოჩნდა.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” შემტევმა დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართა. ის ფიქრობს მენტალური პრობლემა აქვს და თავდაჯერებულობა აკლია, სპეციალისტი კი მათ დაძლევაში დაეხმარება.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ფერანს ყველანაირად მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ მისი მდგომარეობა მალე გამოსწორდება.




ფსიქოლოგთან რა უნდა? რითი უშველის ფსიქოლოგი? მოღრეცილ ფეხს გაუსწორებს თუ კარების ზომებს გაზრდის?

მე თუ მკითხავ, ყველაზე სწორი იქნება ლა მასიაში გაამგზავრონ მინიმუმ ერთი წლით, ახალბედებში. იქნება იქ აუხსნან, რომ თამაში ფეხბურთი ნიშნავს ბურთის გატანას მოწინააღმდეგის კარში და სირბილს კი მძლეოსნობა ჰქვია.
ფსიქოლოგი სერიოზულად მოუსმენს, დაუნიშნავს "მკურნალობას" და გაწეწავს კარგ ფულზე.
მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და თუ იმ ფსიქოლოგმა ფოკუსი გაუსწორა, მერე იქნებ მასთან გუნდიდან კიდევ ერთი-ორი კაცი გააზავნონ….
ფაქტია რაღაც სჭირს და იმედია ფსიქოლოგიურია
ოფიციალურ მატჩში, ნაკრებში ნოიერს ჰეთთიკი შეუსრულო და მერე უგოლო სერია გაგიგრძელდეს კლუბში, ეს ერთ- მეორესთან ძალიან აცდენილი რამაა და ნიშნავს, რომ პრობლემა ფსიქოლოგიურია და უნდა მოგვარდეს;
სიტიშიც არ იყო ცუდი, ასე, რომ მაინც ცოდოა საგინებლად ეს ბიჭი
აშკარაა დახმარება სჭირდება, ჯერ პატარაა შეიძლება ამისგან რამე გამოვიდეს.
მე მაინც ვფიქრობ რომ გამოსწორებადია
ფაქტია, რომ 22 წლის ასაკში ნაკრებშიჰქონდა ფენომენალური შედეგები და კლუიბშიც არა უშავდა;
ფსიქოლოგი იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში დარტყმა უცუდდება, ზედმეტს ნერვიულობს და განიცდის, სავარაუდოდ ამისი ბრალი უნდა იყოს
როგორც სეზონის დასაწყისში ავღნიშნე, მიუხედავად ბევრი ,,ბრილიანტისა" გუნდში, ფერანი სამწუხაროდ იქნება ნომერ პირველი იმედ გაცრუება სეზონის
ფსიქოლოგი კიარა ტრენერი დაიქირავოს რომ კარში დარტყმა ასწავლოს, ასეთი ელამი როგორაა ტიპი
ფსიქოლოგი კი არა გააჯვი ბარსელონადან
ლეაოს ოსიმენი მოიყვანონ მირჩევნია
დამატებით კარში დარტყმის და მიზანში მოხვედრების სპაციალისტთან უნდა ივარჯიშოს
საერთოდ პორტუგალიელი არავინ მინდა, წავიდნენ გადაშენდნე აქედან, ან ვერ ამართლებენ ან კიდე მოღალატეები არიან (ფიგუს მაგ)
რაფა ლეაო ვის გინდათ ძმებო ბარსაში?
ყველამ ვიცით რაცაა ფსიქოლოგიური პრობლემა მაგრამ თუ წნეხს ვერუძლებ ბარსელონაში თამაშს არცუნდა გადმოხვიდე ჯობია მოაგვაროს ეს პრობლემა და პლიუს კარში დარტყმაშიც ივარჯიშოს ვილიას მაინც თხოვოს ასწავლის😂❤️
და ეს ფსიქოლოგი კარში დარტყმაზეც ავარჯიშებს? თუ მარტო ტვინს გაუსწორებს.