მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

არგენტინელი აგრძელებს ჩვენს განცვიფრებას. 8 ოფიციალურ მატჩში მან გვაჩვენა, რომ გოლების გატანის გარდა ძალიან ეხმარება თანაგუნდელებს მეტოქე გუნდის კარის აღებაში. ამ წუთისთვის ლეოს ანგარიშზე 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

გასულ სეზონში არგენტინელი ფეხბურთელი გუნდის ბომბარდირი 53 გატანილი გოლით გახდა. ამ სეზონში ის იმავე ტემპში აგრძელებს თამაშს და საგოლე გადაცემებსაც არ იშურებს.

9 საგოლე გადაცემა

მიმდინარე სეზონში ლეო საგოლე გადაცემებს ორივე ფეხით აკეთებს. შორს რომ არ წავიდეთ ”მესტალიაზე” პედროს და სესკის გოლები მესის საჩუქრებია. ”ოსასუნას” განადგურებისას სესკმა და ჩავიმ ასევე ლეოს გადაცემებით გაიტანეს გოლები. ”ვილიარეალის” კარის დალაშქვა სესკმა კვლავ ლეოს გადაცემის შემდეგ შეძლო.

”მილანთან” გამართულ მატჩში ლეომ ირგვლივ იტალიური გუნდის სამი მცველი შემოიკრიბა და პედრო როდრიგესს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ყველაზე სანახაობრივი გადაცემა მესიმ მონაკოში გააკეთა, როცა საგოლედ ისევ სესკს უპასა.

ესპანეთის სუპერთასის მატჩებში არგენტინელმა საგოლე გადაცემების სტატისტიკა კარგად შეავსო: ”ნოუ კამპზე” ინიესტამ მესის გადაცემის შემდეგ გაიტანა, ხოლო ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მესის დახმარებით დავიდ ვილიამ ისარგებლა.

9 გოლი

”ოსასუნასთან” მატჩში მესიმ სეზონის პირველი ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. ”ვილიარეალთან” მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლია. დარჩენილი 4 გოლი მესიმს სუპერთასებზე გაიტანა. ერთი ”ბერნაბეუზე”, 2 ”კამპ ნოუზე” და ერთი მონაკოში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში