მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი 6 თვით გამოირიცხა!

აფელაი 6 თვით გამოირიცხა!

 

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, იბრაჰიმ აფელაიმ ხუთშაბათის ვარჯიშზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. მან დაიზიანა მარცხენა მუხლის წინა ჯვარისებრი იოგები. ჰოლანდიელ ფეხბურთელს პარასკევს ოპერაციას ჩაუტარებენ, ხოლო შემდეგ მას ნახევარი წელიწადი დასჭირდება მკურნალობის კურსის დასასრულებლად.

 

აფელაიმ ამერიკის ტურნეს დროს, მიიღო კუნთის ტრავმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში. სწორედ ამის გამო მას გაუცდა წინა სასეზონო თამაშები და ახლა როგორც იქნა იგი კვლავ ფორმაში ჩადგა, რომ ახალი დაზიანება მიიღო. იბრაჰიმი მიემატა ტრავმირებულთა სიას, რომელშიც ჩაწერილები არიან: ალექსის სანჩესი, ანდრეს ინიესტა და ხერარდ პიკე.

 

მე კი, ჩემის მხრივ, “პე–ეს–ვეს” ყოფილ ფეხბურთელს პირველ რიგში ოპერაციის კარგი შედეგით დასრულებას და დროულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში