მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენიტესი: “ვალენსიას” ძალუძს “ბარსასთვის” და “რეალისთვის” კონკურენციის გაწევა”

ბენიტესი: “ვალენსიას” ძალუძს “ბარსასთვის” და “რეალისთვის” კონკურენციის გაწევა”

ესპანელმა სპეციალისტმა, რაფაელ ბენიტესმა “ვალენსია”–”ბარსელონას” (2:2) დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა. რაფა თვლის, რომ “ღამურებს” შეუძლიათ კატალონიელებისთვის და “რეალისთვის” წინააღმდეგობის გაწევა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

 

“როდესაც ამ შესანიშნავ თამაშს ვუყურე, ნამდვილად დავრწმუნდი, რომ “ვალენსიას” შეუძლია “ბარსასთვის” და “რეალისთვის” კონკურენციის გაწევა. უნაი ემერიმ შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა და ძალიან კარგადაც ათამაშებს მათ. ასევე ყურადღება მიაქციეთ, თუ რამხელათი განსხვავდება კატალონიელების და მადრიდელების ბიუჯეტი “ღამურების” ბიუჯეტისგან.” –ციტირებს ბენიტესის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

შეგახსენებთ, რომ სწორედ რაფამ მოაგებინა ვალენსიელებს პრიმერა დივიზიონი 2002 და 2004 წლებში. ბოლო 11 წლის მანძილზე მხოლოდ ეს ორი სეზონი იყო, როცა თასს ვერ დაეუფლა “ბარსელონა” ან “რეალი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში