ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონა” ბენჟამინ პავარის დამატების ვარიანტს ნამდვილად განიხილავს.
“ლურჯ-ბროწეულისფერებს” ფრანგი მარჯვენა მცველი ძალიან მოსწონთ და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც საქმეს ამარტივებს.
წყაროს ცნობით, დიდია იმის ალბათობა, რომ პავარმა მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბაიერნი” დატოვოს.




Rick Sanchez,
მარტო ფულის შეგროვება არ არი საქმე სახელფასო ფონდი უნდა გამოთავისუფლდეს
ფული რო შეაგროვონ და ვინმე დონე იყიდონ არა?
როდის მოვა ის დრო სუპერსტარებს რო მოვიყვანთ??ამ გუნდს ჭაობიდან მარტო მბაპე თუ ამოიყვანს,,ვგულისხმობ როგორც სპორტული ისე მარკეტინგული გათვლით ამ ტრანსფერს
არაა ცუდი ვარიანტი. ან ეს ან დიოგუ დალო. პორო არვიცი დიდად რა იგროკია მარა თუ ძვირი არ დაჯდება რატომაც არა, რობერტოს სამივე მირჩევნია
კიდევ ერთი კანდიდატი, ვეღარ ვთვლი. მაგრამ ისევ არა გვყავს მარჯვენა მცველი, ცენტრში საყრდენი და არც თავდასხმის დიდი იმედი აღარა მაქვს. მე მგონი ამათ ლევანდოვსკიც დააჩლუნგეს.
თუ ხოდზე მივიდა რატომაც არა? დონე იგროკია. ერთი დონე ვინგერიც გვინდა. რაფინიაში და ტორესში რაც გაისროლეს რაფა ლეაო ეთრიათ არ ჯობდა?