Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” “იუვენტუსის” ტალანტით ინტერესდება.
საქმე 17 წლის დინ ჰეისენს ეხება, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია. მან უკვე ტურინელთა პირველ გუნდში თამაშიც მოასწრო.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი “მალაგას” აღზრდილია. “იუვემ” 2021 წელს მის სანაცვლოდ €200 000 გადაიხადა და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმა.
აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ მომავალში ფეხბურთელის შეძენას “ბარსელონა” და “ბაიერნი” შეეცდებიან, თუმცა “იუვენტუსს” მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.




ცენტრალური მცველები ისეთები გვყავს 10 წელი მანდ არაფერი გაგვიჭირდება. მარჯვენა მცველს დააკვირდით!!
იუვე ცენტრ.მცველს გაუშვებს? თან მაგარიაო, თან ახალგაზრდაო..
ზღაპარია!!!
თუ რამის მაქნისია არსად გაუშვებენ ამას
ლა მასიელი ტალანტები ყველა სცადეს უკვე, იუვეს რო გადასწვდნენ?