დღეს ესპანეთის თასის 1/16-ფინალის წილისყრაა და “ბარსელონას” მეტოქეც გაირკვევა.
“ბლაუგრანა” “ბეტისთან”, “რეალ მადრიდთან” და “ვალენსიასთან” ერთად ესპანეთის თასზე ყველაზე გვიან ერთვება. ეს ის ოთხეულია, რომელიც ქვეყნის სუპერ თასზე თამაშობს.
დღეს პირველი სწორედ ამ ოთხი გუნდის მეტოქეები გაირკვევა.
“ბარსელონას” პოტენციური მეტოქეები არიან: იბიცა, კასერენიო, პონტევედრა, კუეტა, ინტერსიტი, ლოგრონიესი, ელდენსე, ლინარესი, ნასტიკი, ლა ნუსია.
1/16-ფინალური ეტაპი ერთმატჩიანია. “ბარსელონა” თამაშს, რომელიც 3-5 იანვარს გაიმართება, მეტოქის მოედანზე ჩაატარებს.
დღევანდელი წილისყრა ჩვენი დროით 15:30 საათზე დაიწყება.
ძმა, პავარის ტრანსფერზე რა აზრის ხარ? მგონი არაა ცუდი ვარიანტი, ბევრი ბაზარი მიდის და ნაღდად არ ვარ წინააღმდეგი.
როცა თამაშობს კარგია, მარა უდისციპლინოა ძალიან და ტრავმიანი. ტყუილად არ უშვებს ბაიერნი.
ძმა, პავარის ტრანსფერზე რა აზრის ხარ? მგონი არაა ცუდი ვარიანტი, ბევრი ბაზარი მიდის და ნაღდად არ ვარ წინააღმდეგი.
რეკლამა მოაშორეთ, ვერ ხედავთ რომ მომხმარებელს კარგავთ? ყველაფრის სურვილს მიმართავს ეს ს**ობა.
ეს თასი მინიმუმია რაც ბარსას შეუძლია მოიგოს.