მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია” – წარმატების საწინდარი

“ვალენსია” – წარმატების საწინდარი

  მოგესალმებით ! სტატიის სათაური, ალბათ, ვერ მიხვდით რას ნიშნავს, მაგრამ შევეცდები ყველაფერი გაგახსენოთ… ყველაფერი მოხდა 2010 წლის 16 ოქტომბერს. “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” მასპინძლობდა “ვალენსიას”. კატალონიელები ურთულესი გამოცდის წინაშე იდგნენ და მათ უდიდესი ზეწოლის დაძლევა უწევდათ. 16 ოქტომბრამდე ლა ლიგის ცხრილის სათავეში, ისევე როგორც დღეს, იდგნენ “ღამურები”. მათ არცერთი ქულა არ ჰქონდათ დაკარგული და ბრწყინვალედ ასპარეზობდნენ, რასაც ვერ ვიტყვით კატალონიურ გრანდზე, რომელმაც ზედიზედ 3 მატჩი ჩააგდო (2 ლა ლიგაში, 1 ჩ.ლიგაზე). “ბარსამ” ლა ლიგის მეორე ტურში უმასპინძლა ალიკანტეს “ერკულესს”, რომელიც ახალი გადმოსული იყო უმაღლეს დივიზიონში. მატჩი სესანციურად დასრულდა და კატალონიელებმა ნელსონ ვალდესის დუბლის “წყალობით” შეხვედრა დათმეს. ამას დაემატა ისიც, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა კვლავ ვერ დაამარცხეს იმ დროისთვის “წყევლად ქცეული” ყაზანის “რუბინი”. გულშემატკივრებმა სიმშვიდე დაკარგეს, ყველა “ბარსელონას” ეპოქის დასასრულზე საუბრობდა, მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ “მალიორკას” დაამარცხებდნენ. არც ამჯერად გამართლდა “კულეების” იმედი და მათმა საყვარელმა კლუბმა საყაიმო ანგარიში დააფიქსირა “კუნძულელებთან”. საშინელ ზეწოლას განიცდიდნენ ფეხბურთელები და სწორედ ამ დროს, მათ უწევდათ გაემართათ მატჩი ბრწყინვალე ფორმაში მყოფ “ვალენსიასთან”, რომლებიც ყველა შეხვედრას იგებდნენ…

 

მატჩი დაიწყო და ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ ნევრიულობდნენ. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, მაგრამ უშედეგოდ. თითქოს ყველაფერი იმაზე მიასწავებდა, რომ პირველი ტაიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არა… კატალონიელებს კვლავ არ გაუმართლათ და შეხვედრის 37-ე წუთზე მათ პაბლომ 7-8 მეტრიდან გაუტანა გოლი. “კამპ ნოუზე” შეკრებილი პუბლიკა აღელდა, ფეხბურთელები და მწვრთნელები კი გასახდელისკენ გაეშურნენ. პეპ გვარდიოლას კი , როგორც ჩვევია, წარბიც არ შეუხრია, ის უბრალოდ შევიდა გასახდელში და ბიჭებს უთხრა, რომ ეთამაშათ ლაღად, მიეღოთ სიემოვნება ყოველი წუთისგან და დაიწყო მეორე ტაიმიც… კატალონიელები მართლაც მოვიდნენ ხასიათზე და გახსნილად დაიწყეს მეორე ნახევარი. არ დააყოფნა ხავიესტას წყვილმაც და ულამაზესი კომბინაციით, ინიესტა-ჩავი-ინიესტა, ანგარიში გათანაბრდა შეხვედრის 47-ე წუთზე. ამ გოლიდან 15 წუთში კი კვლავ ჩავის გენიალური გადაცემით კარლეს პუიოლმა ბრწყინვალე თავური დარტყმა შეასრულა და საბოლოოდ კატალონიურმა გრანდმა ტაიმბოლით გაიმარჯვა.

 

ამ შეხვედრის შემდეგ კი დაიწყო კატალონიელთა აღმასვლა და მათი სერიოზული მარცხი ამ მატჩის შემდეგ  მხოლოდ სამეფო თასის ფინალი იყო, ხოლო დანარჩნეი ყველა შესაძლო ტიტული ხელთ იგდეს “ბარსელონას” მოთამაშეებმა. ასე რომ, ვუსურვოთ წარმატება ბიჭებს დღევანდელ თამაშში, დაე, კვლავ ტიტულებით დახუნძლული ყოფილიყოს მიმდინარე სეზონის დასკვნითი ფაზა !

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=QUI4ZNV3lWU]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში