ესპანური COPE “ბარსელონას” ნიდერლანდელ მოთამაშეებზე ახალ ცნობებს გვთავაზობს.
წყაროს ინფორმაციით, ფრენკი დე იონგი ჟოან ლაპორტასთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია. კლუბში მას ნახევარდაცვაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევენ.
რაც შეეხება დეპაის – მემფისს შემოთავაზებები აქვს და იანვარში გუნდის დატოვება შეუძლია, მაგრამ “ბარსაში” ხვდებიან, რომ მას კონტრაქტის ბოლომდე მიყვანა და ზაფხულში უფასოდ წასვლა სურს.




სწორედ ასე ვთქვი როცა ამათთან მოლაპარაკებაზე წავიდა ლაპარაკი. ორივე ფულის მონაა. დე იონგი გამოწურონ ბოლომდე სანამ მოედანზე არ დაეცემა და იქნებ თვითონ შეიხვეწოს გამიშვითო ან ხელფასი შეიმციროს. დეპაი ეგდოს სკამზე და სანამ ყველა თავდამსხმელი არ დაგვემტვრევა მოედანზე არ შეუშვან. მერე ვნახოთ ვინ წაიყვანს უთამაშებელს გინდაც უფასოდ.