workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მემფის დეპაის ბარსელონადან იანვარში წასვლა არ სურს

მემფის დეპაის ბარსელონადან იანვარში წასვლა არ სურს

მემფის დეპაიმ რობერტ ლევანდოვსკისა და რაფინიას მოსვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რასაც ტრავმებიც დაემატა. 

ამ ყველაფრის ფონზე, ნიდერლანდელმა “ბარსელონას” მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, რის გამოც მას იანვარში გუნდიდან წასვლა უწინასწარმეტყველეს. თანაც, ეს კლუბს სჭირდება, რათა ტრანსფერების განხორციელება შეძლოს.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტ სანტი ოვალიეს ინფორმაციით, დეპაი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიელთა რიგების დატოვებას არ აპირებს.

ეს, შესაძლოა, “ბარსელონასთვის” კარგი იყოს, რადგან გუნდს ახალი ფეხბურთელების მოყვანა არ შეუძლია, და მემფისის უნივერსალურობა გამოადგება, თანაც ტრავმიანობისა და ლევანდოვსკის დისკვალიფიკაციის ფონზე.

მეორე მხრივ, დეპაის კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს იწურება, რაც ნიშნავს, რომ “ბარსამ”, შესაძლოა, ფეხბურთელი უფასოდ დაკარგოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 15 დეკ 2022, 11:57

    ესეც კაი უნამუსო გამოდგა, წასვლა უნდა და თან ბარსასგან დარჩენილ ხელფასს ითხოვს, ოღონდ წასვლა ლიგაზე მოთამაშე გუნდში უნდა და ამ დროს ბარსამ უფასოდ უნდა გაუშვას. მაგარია! დროა ბარსამ კონტრაქტების ნორმალურად გაფორმება ისწავლოს და მკაცრად აკონტროლოს ამისთანა გაუმაძღარი არსებების მადა.