რონალდ არაუხო მომავალ კვირამდე ურუგვაიში იქნება – ჩავიმ მას რამდენიმედღიანი შვებულება მისცა, რათა დაისვენოს და დაძაბულობა მოიხსნას.
ურუგვაელს მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, მაგრამ ტრავმის რაც შეიძლება სწრაფად მოშუშების მცდელობის გამო წნეხის ქვეშ იყო.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არაუხო ბარსელონაში მომავალ კვირაში დაბრუნდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
კატალონიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდა მცველი “ესპანიოლთან” 31 დეკემბერს გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელდება.




რა დასვენება უნდა ან რამ დაღალა, სათადარიგოზე ჯდომამ.