მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაიმ მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურში განა 2-0 დაამარცხა, ჯგუფში ჩარჩა.
გავრცელებული ცნობებით, რონალდ არაუხო მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს იყო და ურუგვაის მისთვის ძალიან სარისკო გეგმა ჰქონდა – ურუგვაელთა მთავარი მწვრთნელი, დიეგო ალონსო აპირებდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი მერვედფინალში, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ეთამაშებინა.
გარდა ამისა, “სელესტე” მერვედფინალამდე დოჰაში ამხანაგურ მატჩს გეგმავდა, სადაც არაუხო ასევე ითამაშებდა.
საბედნიეროდ, პორტუგალიასთან სამხრეთ კორეის გოლმა ყველაფერი შეცვალა და არაუხო ბარსელონაში უვნებლად დაბრუნდა. ის სარეაბილიტაციო პროცესს მშვიდად განაგრძობს და, დიდი ალბათობით, 31 დეკემბერს, “ესპანიოლის” წინააღმდეგ ითამაშებს.




მადლობა კორეას და პატრულს.
ერთადერთი სუაზე მწყდება გული, მართლა მსაჯმა წაართვა ჯგუფიდან გასვლა.
სავარაუდოდ ურუგვაის მაქსიმუმი იდეალურ შემთხვევაში 1/4 იყო და კაცმა არ იცის როინას ტრამვა რას იზამდა ორივე თამაში რო ეთამაშა გასულზე
სუარესთან ბოდიში მაგრამ ურუგვაის ჩარჩენით ამ კაცის კარიერა გადარჩა🔥🔥
საწყალი სუარესი
რაც მთავარია ყატარი თუ კატარი ხომ ნახა.
სუა შემეცოდა ისე.