მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ოქროს ბურთის” დაჯილდოვება 9 იანვარს შედგება

“ოქროს ბურთის” დაჯილდოვება 9 იანვარს შედგება

  “ფიფას” “ოქროს ბურთი 2011”-ს გალა დაჯილდოვება 2012 წლის 9 იავნარს, ციურიხში (შვეიცარია) გაიმართება. გასულ წელს აღნიშნულ ჯილდოზე საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა. ლეოსთან ერთად ნომინირებულები იყვნენ ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა “ოქროს ბურთის” სამივე ნომინანტი ერთი კლუბის წევრი იყო.

 

 გარდა ფეხბურთელებისა, “ფიფამ” წლის საუკეთესო მწვრთნელიც გამოავლინა და ჯილდო ჟოზე მოურინიოს გადასცა იმ წარმატებული სეზონის გამო, რომელიც ამ უკანასკნელს “ინტერთან” ერთად ჰქონდა. საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე მოურინიოსთან ერთად პეპ გვარდიოლა და ვისენტე დელ ბოსკეც იყვნენ წარდგენილები. წელს გვარდიოლას დიდი შანსი აქვს, რომ აღნიშნულ ჯილდოს დაეუფლოს. მისი ხელმძღვანელობით “ბარსელონამ” ქვეყნის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შესძლო და ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა.

 

ნომინანტების სია სავარაუდოდ მომდევნო თვეს გახდება ცნობილი, ხოლო ფინალისტების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსა და მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს 2012 წლის 9 იანვარს დაასახელებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში