“ბარსელონამ” სეზონი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. კატალონიელებმა ქვეყნის ჩემპიონატში სამი შეხვედრა გამართეს, აქედან ორში გამარჯვება იზეიმეს, ერთში კი ფრეს დასჯერდნენ, თუმცა აღსანიშნავია გატანილი გოლების რაოდენობა. ჯამში მათ 15-ჯერ დაამწუხრეს მეტოქე გუნდი. ასეთი კარგი შედეგი მათ ისტორიაში მეორედ აქვთ. 1950/51 სეზონში “ბლაუგრანელებმა” 19 გოლი გატანა მოახერხეს ლა ლიგის პირველ სამ ტურში.
თუ წარსულს გავიხსენებთ, მაშინ სასურველია რამდენიმე საინტერესო დეტალის გამოყოფა. 6 ან უფრო მეტი გოლი ლიგაში “ბარსელონამ” ასჯერ გაიტანა: 6 გოლი 61 შეხვედრაში, 7 გოლი 23 მატჩში, 8 გოლი 12 შეხვედრაში, 9 გოლი 3 გათამაშებაში და 10 გოლი მხოლოდ და მხოლოდ ერთ დაპირისპირებაში.
დღევანდელი მდგომარეობით ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიონელ ანდრეს მესი და “ვალენსიელი” სოლდადო ლიდერობენ, თითოეული 5-5 გატანილი გოლით. მათ ფეხდაფეხ მოსდევს “რეალის” კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც პრიმერას ორ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ჩემპიონატის მესამე შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და უგოლოდ დაასრულა.



