workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლაუდია პინას შედევრი და მარტივი მოგება ბაიერნთან

კლაუდია პინას შედევრი და მარტივი მოგება ბაიერნთან

რამდენიმე წუთის წინ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩი დასრულდა, რომელშიც “ბარსელონამ” “ბაიერნს” “კამპ ნოუზე” უმასპინძლა.

“ბარსელონას” “ბაიერნზე” ბევრად კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ წინსასეზონო მზადების დროს გამართულ ამხანაგურ მატჩში კატალონიელები ბავარიელებთან დამარცხდნენ, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა საფრთხილო იყო.

პირველ ტაიმში “ბარსა” დიდ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმის მეორე წუთზევე ჩრგორჩევიჩის კარგ თამაშს ჟეიზის მარტივი გოლი მოჰყვა.

მე-60 წუთზე კიდევ ერთი შეტევა მარცხნიდან, ფრიდოლინა როლფოს პასი და გუნდის ლიდერის, აიტანა ბონმატის კარგი გოლი.

მესამე და ბოლო გოლი შედევრი გამოვიდა, მისი ავტორი კი კლაუდია პინაა.

3 ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგით ჯგუფს “ბარსელონა” ლიდერობს, “ბაიერნი” კი 6 ქულით მეორე ადგილზეა.

7 დეკემბერს ეს გუნდები ერთმანეთს უკვე “ალიანც არენაზე” დაუპირისპირდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 26 ნოე 2022, 23:43

    ჩრგორჩევიჩი რა გვარია, კინაღამ ენა მოვიტეხე. ინგლისურად სხვანაირად წერია,
    — C r n o g o r c e v i c

  • levanoza
    schedule 25 ნოე 2022, 20:09

    პუტელა გვაკლია მაგრად. 3-0-ებს იგებენ, რეგრესია!

  • nika 54
    schedule 25 ნოე 2022, 17:36

    მესამე რა გატენა პინამ. ამას პლასტიკური გაუკეთონ და რაფინია შეცვალოს ხოლმე.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 25 ნოე 2022, 14:58

    ციტატა: jack slater
    გავაუქმოთ კაცების გუნდი,მაინც სამარცხვინოდ თამაშობენ.


    joy ისე, შერეული გუნდი რომ იყოს არა? კაცებიც და ქალებიც..

  • MARI=BARCA-fan
    schedule 24 ნოე 2022, 23:53

    heart_eyes ბრავო გოგონებს!!! ამათ მაინც ამოიყარონ ჯავრი!
    persevere კაცები როდის გვაღირსებენ რომ საზიზღარი მიულერის დამცინავი სიფათი აღარ დავინახოთ!!!