არნაუ ტენასი ძალიან ნიჭიერი მეკარეა, რომელსაც თავისი საქმისადმი თავდადება და პროფესიონალიზმი მუდამ გამოარჩევს.
ამის ერთ ერთ-ერთი მიზეზი რამდენიმე დღის წინ დაფიქსირებული ფაქტია – 21 წლის მეკარემ 1 დღეში 2 მატჩი ჩაატარა: ტენასმა 18 ნოემბერს, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში იაპონიასთან ითამაშა, მხოლოდ 24 საათის შემდეგ კი “ბილბაოს” მეორე გუნდის წინააღმდეგ “ბარსა ატლეტიკის” კარი დაიცვა.
21 წლის არნაუ თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა, მაგრამ ამ პოზიციაზე “ბარსელონაში” წარმატების მიღწევა კიდევ უფრო გართულდა – ტერ შტეგენი ფორმის დაბრუნების შემდეგ ეჭვები არ არსებობს, კიდევ არაერთი წელი კატალონიელთა პირველი მეკარე ვინ იქნება. ამასთან, ტენასზე წინ ასევე ბრწყინვალე ინიაკი პენიაა.



ხო ეს პრობლემაა, სამი კარგი მეკარის ყოლა ნამეტანი ფუფუნებაა, არადა რა იცი როდის მიიღებს პირველი ნომერი ტრამვას.