workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი: ბრაზილია და არგენტინა ყველაზე ძლიერები არიან

ჩავი ერნანდესი: ბრაზილია და არგენტინა ყველაზე ძლიერები არიან

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი COPE-ს ესაუბრა:

ესპანეთის ნაკრების მჯერა. ლუის ენრიკე ძალიან კარგად მუშაობს. გუნდი შეკრულია და შორს წასვლა შეუძლია. 

ბრაზილია ნეიმარის ლიდერობით და არგენტინა მოტივირებული ლეო მესით ძალიან ძლიერი გუნდები არიან. ვფიქრობ, ეს ნაკრებები ყველაზე მაღლა დგანან.

ყატარში მივდივარ – 25 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე იქ ვიქნები და ესპანეთი-გერმანიას ვნახავ.

ლევანდოვსკის დისკვალიფიკაციას გავასაჩივრებთ. ვფიქრობ, რომ მან ზედმეტად მკაცრი სასჯელი მიიღო. ვნახოთ, საჩივარს დაგვიკმაყოფილებენ თუ არა. რობერტის ქცევები სამაგალითოა.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ გამოგვივიდა, მაგრამ დრო და სიმშვიდე გვჭირდება. სწორ გზაზე ვდგავართ და ლა ლიგის ლიდერები ვართ.

ჩემთვის, ეჭვგარეშეა, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია – მნიშვნელობა არ აქვს, ლეო მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს თუ არა.

ლუის ენრიკეს სტილი, ხასიათი და იდეები ნამდვილად მომწონს. ის ბუნებრივად ლიდერია. ლუჩოს გუნდის უნდა გვჯეროდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2022, 12:56

    გაასაჩივრებთ თორემ უცებ არ დაგიკმაყოფილონ. ტებასი ხელებს იფშვნიტავს სიამოვნებისგან, ბომბარდირობისთვის ბრძოლასაც ჩამოაშორეს დროებით და ბარსასაც რა თქმა უნდა შემტევი პოტენციალი შეუმცირეს, თორემ გათამაშების ცხრილს რო უყურებდნენ ნერვები აწყდებოდათ ფედერაციაში.