ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე აცხადებს, რომ ანსუ ფატის იორდანიასთან ხვალ გასამართ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს:
შეწყვიტეთ იმაზე ხაზის გასმა, რომ ანსუმ ტრავმები გადალახა. ხვალ ის ძირითად შემადგენლობაში იქნება და ვიმედოვნებ, მოედანზე 90 წუთს გაატარებს.
სხვა მოთამაშეების მსგავსად, დაზიანებები ფატისაც ექნება. უბრალოდ, მან ჩვეული ფორმა უნდა დაიბრუნოს – ამას უკვე ვარჯიშებზე ვხედავ. ფეხბურთში სულ უფრო და უფრო რთული ხდება, შენი ღირებულება დაამტკიცო.
Sport-ის ინფორმაციით, ლუჩოს მიაჩნია, რომ ანსუ ფატი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.




ჩვენ მაროკოს ვხვდებით არა?
თუ ფატი ძირითად მოიპოვებს ასეთი შემადგენლობა მგონია
სიმონი
აზპი-ლაპორტი-ტორესი-ალბა
როდრი
პედრი-გავი
ტორესი-ფატი-ოლმო
მორატას დაყენებას ჯობია