workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქამბექი 10 კაცით გასვლით მატჩში – უპრეცედენტო შემთხვევა ბარსელონას ისტორიაში

ქამბექი 10 კაცით გასვლით მატჩში – უპრეცედენტო შემთხვევა ბარსელონას ისტორიაში

გუშინ “ბარსელონამ” “ელ სადარზე” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გარდა დრამატულ ბრძოლაში აღებული 3 ქულისა, აღნიშნული მოგება “ბარსას” ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

საქმე ისაა, რომ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კატალონიურმა კლუბმა გასვლითი მატჩის შემოტრიალება 10 კაცით მოახერხა – ჩავის შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ 0-1 აგებდნენ და თანაც მოედნიდან რობერტ ლევანდოვსკი გააძევეს, თუმცა, მოუხედავად ამისა, მეორე ნახევარში გუნდმა ბრწყინვალე ქამბექი შემოგვთავაზა და 2-1 მოიგო.

ასეთი მატჩები ნამდვილად იშვიათია – ლა ლიგაში მსგავსი რამ ბოლოს 2009 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა 10-კაციანმა “სევილიამ” ლა კორუნიის “დეპორტივოს” თამაში 0-1-დან დაუტრიალა და 3-1 მოიგო.

მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” ჩავი ერნანდესმა ჩაიბარა, გუნდმა 4 ქამბექი შემოგვთავაზა. 2022 წლის თებერვალში, იანიკ ფერეირა კარასკომ მადრიდის “ატლეტიკო” დააწინაურა, მაგრამ “ბარსამ” 4-2 მოიგო. 1 თვის შემდეგ ფერანისა და მემფისის გოლებით კატალონიელებმა “ელჩეს” დაუქამბექეს, აპრილში კი “ბლაუგრანამ” იგივეს გაკეთება “მალიორკასთან” მოახერხა და ლუკ დე იონგმა მატჩის მიწურულს გუნდს 3-2 მოაგებინა. მეოთხე გამარჯვება კი გუშინ, “ოსასუნას” წინააღმდეგ ვიხილეთ.

მიმდინარე სეზონში “ბარსელონასთვის” არავის დაუქამბექებია – თუ კატალონიელებს პირველი გააქვთ, მატჩს იგებენ. თავის მხრივ, “ოსასუნას” წინააღმდეგ შესრულებული ქამბექი “ბარსასთვის” ამ სეზონში პირველია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 10 ნოე 2022, 12:21

    მიმდინარე სეზონში "ბარსელონასთვის" არავის დაუქამბექებია – თუ კატალონიელებს პირველი გააქვთ, მატჩს იგებენ. თავის მხრივ, "ოსასუნას" წინააღმდეგ შესრულებული ქამბექი "ბარსასთვის" ამ სეზონში პირველია.
    როგორ დავაქამბეგებდით როცა როცა გოლებს არ ვუშვებდით და ნოლზე ვიგებდით უმეტესობას. რეალმა რო გავიტანა წავაგეთ კიდეც.

  • Albicelecte
    schedule 10 ნოე 2022, 00:02

    ეს ნიშნავს ხასიათსა და ბრძოლისუნარიანობას